გიორგი აბურჯანია: ჩვენს თამაშზე, მარტო ესპანეთიდან, სამი გუნდის სკაუტს ელიან

AutoSharing Option
ელიტრაუნდისთვის მზადება დაიწყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე ავარჯიშებს. გუნდშია კაპიტანი გიორგი აბურჯანია, რომელიც დიდი ხანია, უცხოური კლუბების ინტერესს იწვევს.

გიორგი 16 წლის იყო, როდესაც თორნიკე მაისურაძემ რუსთავის "მეტალურგში" ათამაშა და სპეციალისტებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ შემტევი ნახევარმცველი გასინჯვაზე შვეიცარიულ "ბაზელში" მიიწვიეს. დაინტერესებული იყო ჰოლანდიური "ვიტესიც", რომლის დუბლებთანაც შარშან ზამთარში ანტალიაში ორი კვირა ივარჯიშა - მაშინ არნემელებმა გასინჯვაზე კიდევ 5 ქართველი მოზარდი წაიყვანეს.

თუმცა გიორგი 17 წლისა იანვარში გახდა, ევროპულ
კლუბებს კი განაცხადში 18-წლამდელი არაევროპელი ვერ შეჰყავთ. ანალოგიური იყო ლევან ყენიასა და გიორგი ჭანტურიას შემთხვევაც. გიორგი "ბაზელში" ამის გამო ვერ დაიტოვეს. საქართველოში დაბრუნებას კი ისევ ევროპაში ვარჯიში ამჯობინა და მერე ბელგიაში ჩავიდა.

17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა იანვარში ბელგიური "გენკის" შემადგენლობაში ივარჯიშა და ამის გამო ვასილ მაისურაძის ნაკრებს ბელარუსის საერთაშორისო ტურნირზე დააკლდა.

"გენკის" 19-წლამდელთა გუნდში ჩატარებულ პირველივე საკონტროლო მატჩში გიორგიმ "აალსტის" კარი ორჯერ აიღო, "გენკმა" კი 3:2 მოიგო. მერე "ლეუვენთან" საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთხელ თავი ორმხრივ მატჩში გამოიჩინა და მწვრთნელს მოეწონა.

მაგრამ უცნობი იყო, როგორ გადაწყდა მისი "გენკში" დარჩენა-არდარჩენის საკითხი. ამის გასარკვევად ფეხბურთელს დავუკავშირდით.

- ისევ გენკში ივარჯიშებ?
- არასრულწლოვნობის გამო "გენკთან" ჯერ კონტრაქტს ვერ ვაფორმებ, მაგრამ, როგორც მითხრეს, ბელგიელებს წინასწარ კონტრაქტის გაფორმება სურთ, 18 წლის რომ გახდები, მერე პროფესიული კონტრაქტსაც შემოგთავაზებენო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრეს. მაინც ელიტრაუნდის დასრულებას ველოდები. იქნებ ამის შემდეგ უკეთესი წინადადებები წამოვიდეს.

- შევიტყვეთ, რომ "მეტალურგიდან" წამოხვედი...
- პირველი ტურის მატჩი ფოთთან რომ ვითამაშეთ, ამის შემდეგ თორნიკე მაისურაძე გაათავისუფლეს და მეც წამოვედი. ახლა რეგიონული ლიგის "იბერიაში" ვირიცხები, რომელსაც ჩემი ბავშვობის მწვრთნელი გუბაზ დოლიძე ავარჯიშებს. შეკრებამდე ამ გუნდში ვვარჯიშობდი.

- ელიტრაუნდზე საქართველოს ნაკრების შანსებზე რას იტყვი?
- გამოკვეთილი ფავორიტია ესპანეთის ნაკრები. ძლიერი მოწინააღმდეგეა ინგლისიც, მაგრამ ელიტრაუნდი თბილისში ტარდება და ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

ხალხი იმედით გვიყურებს და ღირსეულად უნდა ვითამაშოთ. ამას გარდა, ჩემი და თითოეული ჩვენგანის შემდგომი წინსვლა ამ ტურნირში ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული.

მე რაც ვიცი, თბილისში ევროპიდან ბევრი სელექციონერი ჩამოდის. მარტო ესპანეთიდან სამი გუნდის სკაუტს ელიან და უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რამო--- საინტერესოა რამდენი წლის ხარ ???. შემოგევლე, გეტყობა გიორგის მხოლოდ სურათიდან იცნობ. მე გეტყვი თამაშითაც კარგად თამაშობს, შინაგანად საამაყო ქართველია. ისე ჯობია კომენტარამდე, იფიქრო თავით და არა ხელით
lado
12:42 11-03-2012
0
რამო ამით რისი თქმა გინა რომ გიორგი სადმე ფულით ყავთ? ეტყობა გიორგის თამაშები არ გაქვს ნანახი და სნაამ რამეს იტყოდე კარგად დაპიქრდით რა.ნუ ხართ ესეთი შურიანები !!! ნუ გშურთ ყველა წარმატებული ადამიანის!!!
milaneli
17:50 07-03-2012
0

სიახლეები პოპულარული