17-წლამდელები ლუქსემბურგში თანატოლებს დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
უკვე მეორე დღეა, ლუქსემბურგში იმყოფება საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელიც მოახლოებული ელიტრაუნდის სამზადისის ფარგლებში ადგილობრივ თანატოლებთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვასილ მაისურაძემ თან 18 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: ალექსანდრე ადამია ("ოლიმპი", თბილისი), ნიკა შერმადინი ("ლოკომოტივი", თბილისი)
მცველები: ნიკა ჭანტურია, გიორგი გოროზია (ორივე "ლოკომოტივი", თბილისი), გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ყველა "დინამო" თბილისი), ლაშა დვალი ("ოლიმპი", თბილისი)
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია ("ოლიმპი", თბილისი), მათე ცინცაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო" თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი)
თავდამსხმელები:
დავით დარციმელია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა "ლოკომოტივი", თბილისი), ვანო წილოსანი ("დინამო" თბილისი)

13 მარტს, თბილისის დროით 21:30 საათზე, ჩვენი ასაკობრივი ნაკრები პირველ ლუქსემბურგულ ტესტ-მატჩს გამართავს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული