U17: ექვსი უპასუხო გოლი ლუქსემბურგს!

AutoSharing Option
13 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში იქაურ 17-წლამდელებთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მასპინძლები 6:0 გაანადგურა.

დავით ჯიქიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ალექსანდრე მზევაშვილმა თავი დუბლით გამოიჩინა, ერთი გოლი კი ნიკოლოზ ახვლედიანის ანგარიშზეა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ადამია, კაკაბაძე, ნ. ჭანტურია (გურეშიძე), დვალი, სამხარაძე, აბურჯანია (გოროზია), ჭეჭელაშვილი (ცინცაძე), მზევაშვილი, ახვლედიანი, წილოსანი (მესხი), ჯიქია (დარციმელია).

ლუქსემბურგისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 15 მარტს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბიჭებო, კიდევ მრავალი გამარჯვება გვანახეთ!! წარმატებები წლიტრაუნდში.
Tornike
16:08 14-03-2012
0

სიახლეები პოპულარული