თბილისი ელიტის დასახვედრად ემზადება

AutoSharing Option
14 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში იქაური თანატოლები სპარინგ-მატჩში 6:0 გაანადგურა, თბილისში კი ამ დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდისთვის ემზადება.

იოლი არც ოთხგუნდიანი მინი-ტურნირის ორგანიზებაა და სფფ-მ თადარიგი ადრიანად დაიჭირა. საკმაო ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ელიტრაუნდის მატჩები "დინამო არენასა" და "მიხეილ მესხზე" ჩატარდება, საქართველოს ნაკრები კი ყველა საშინაო შეხვედრას ვაკის სტადიონზე გამართავს.

ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ნაკრებები თბილისს 24 მარტს ეწვევიან და სამივე გუნდი სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დაბინავდება. უკვე ცნობილია ისიც, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები
საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე დაბანაკდება, ინგლისელები "ბენდელას" სტადიონზე ივარჯიშებენ, უკრაინელები - რუსთავის "ფოლადზე", ესპანელთა საწვრთნელი ადგილი კი ჯერ დასაზუსტებელია.

სხვა დეტალების შესახებ რამდენიმე დღეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე შევიტყობთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან თბილისურ ელიტრაუნდს სკაუტები დაესწრებიან და ქართველი 17-წლამდელებისთვის თავის გამოსაჩენად აქ გამართული მატჩები საუკეთესო საშუალებაა. არაერთი ქართველი ჭაბუკი ძლიერ ევროპულ კლუბში სწორედ ამ დონის ტურნირებზე წარმატებული თამაშით მოხვდა.

ელიტრაუნდის კალენდარსაც შეგახსენებთ:

26 მარტი
საქართველო-ესპანეთი
ინგლისი-უკრაინა

28 მარტი
საქართველო-ინგლისი
ესპანეთი-უკრაინა

31 მარტი
საქართველო-უკრაინა
ესპანეთი-ინგლისი

შეგახსენებთ, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული