იოლი არც ოთხგუნდიანი მინი-ტურნირის ორგანიზებაა და სფფ-მ თადარიგი ადრიანად დაიჭირა. საკმაო ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ელიტრაუნდის მატჩები "დინამო არენასა" და "მიხეილ მესხზე" ჩატარდება, საქართველოს ნაკრები კი ყველა საშინაო შეხვედრას ვაკის სტადიონზე გამართავს.
ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ნაკრებები თბილისს 24 მარტს ეწვევიან და სამივე გუნდი სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დაბინავდება. უკვე ცნობილია ისიც, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები
სხვა დეტალების შესახებ რამდენიმე დღეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე შევიტყობთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან თბილისურ ელიტრაუნდს სკაუტები დაესწრებიან და ქართველი 17-წლამდელებისთვის თავის გამოსაჩენად აქ გამართული მატჩები საუკეთესო საშუალებაა. არაერთი ქართველი ჭაბუკი ძლიერ ევროპულ კლუბში სწორედ ამ დონის ტურნირებზე წარმატებული თამაშით მოხვდა.
ელიტრაუნდის კალენდარსაც შეგახსენებთ:
26 მარტი
საქართველო-ესპანეთი
ინგლისი-უკრაინა
28 მარტი
საქართველო-ინგლისი
ესპანეთი-უკრაინა
31 მარტი
საქართველო-უკრაინა
ესპანეთი-ინგლისი
შეგახსენებთ, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"