U17: ლუქსემბურგს ამჯერად ერთი გოლი ვაკმარეთ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ადგილობრივი ნაკრები ამჯერად მინიმალურად, 1:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, 13 მარტს ვასილ მაისურაძის გუნდმა ლუქსემბურგელი 17-წლამდელები 6:0 გაანადგურა.

მეორე შეხვედრაში გამარჯვების გოლი დავით ჯიქიამ გაიტანა, საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა კი ასეთი იყო: შერმადინი, კაკაბაძე, გურეშიძე, დვალი, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი (კაპ), გოროზია, პაპუნაშვილი, მზევაშვილი, მესხი, ჯიქია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაკრებში წლებია ერთიდაიგივე ბიჭები თამაშობენ,სხვა გუნდებშიც იქნებ არიან უფრო ნიჭიერი ბიჭები,თუ აკვირდებით,და როგორ ხდება მათზე დაკვირვება.იქნებ საჯარო და გამჭვირვალე გახადოთ ეს პროცესი.
messi
13:16 18-03-2012
0
ამ ნაკრებში რომ როსტიაშვილი თამაშობდა,ეს ის როსტიაშვილია სპორტსიახლეში რომ წერენ-16 წლის ბიჭი უმაღლეს ლიგაში თამაშობს,ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიულიაო.თუ იცით ვინმემ იქნებ გამარკვიოთ.თუ ის არის ნაკრებში რატომ აღარ ჩანს?
tojina
13:04 18-03-2012
0

სიახლეები პოპულარული