19-წლამდელები კვიპროსზე ფრეს დასჯერდნენ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდისთვის მზადების თბილისური ეტაპი დაასრულა. წასვლამდე ოთარ კორღალიძის გაწვრთნილებმა პირველი ლიგის თბილისის "ზოოვეტთან" საკონტროლო მატჩი 2:0 მოიგეს.

19 მარტს კი გუნდი კვიპროსზე გაემგზავრა და 20 მარტს ლარნაკაში ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩი 1:1 ითამაშა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ანგარიში მასპინძლებმა პირველ ტაიმში გახსნეს, მატჩის მიწურულს კი ქართველებმა გაათანაბრეს.

ქართველი 19-წლამდელები კვიპროსთან კიდევ ერთ ამხანაგურ თამაშს 22 მარტს ჩაატარებენ და საქართველოში დაბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული