საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ესპანეთს დაუზავდა - 1:1 [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტრაუნდი
საქართველო (U17) - ესპანეთი (U17) 1:1 (1:0)
გოლები: 0:1 ჭეჭელაშვილი (2), 1:1 საესი (59)
გაფრთხილება: დვალი (23), ბელერინი (26), კაკაბაძე (37), მესხი (69), მხევაშვილი (72), კოტანი (76), ჭეჭელაშვილი (80+3)
არბიტრი: კრის რაიში

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, დვალი, ჭანტურია, სამხარაძე, ჩეჩელაშვილი, აბურჯანია (გოროზია 32), პაპუნაშვილი, ახვლედიანი (მესხი 54), ჯიქია (წილოსანი 63), მზევაშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

ესპანეთი: ვეიგა, ბელერინი, გრიმალდო, საესი, სამპერი, კასტილეხო (იგლესიასი 53), მარტინესი (კოტანი 74), კალერო, სერანო (არგესი 41), ბუსტოსი, სანჩესი
მწვრთნელი: სანტი დენია

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტრაუნდის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ესპანელ თანატოლებს მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლა. 

შეხვედრის პირველივე წუთებზე ქართველი ფეხბურთელების შეტევას მეტოქის კარში პენალტის დანიშვნა მოჰყვა, რომელიც ზუსტად ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა.

პირველი ტაიმი მაღალ ტემპში წარიმართა. სტუმრებმა საქართველოს ნაკრების კარს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველი ტაიმის თავის სასარგებლო ანგარიშით დასრულება შეძლო.

შეხვედრის მეორე ნახევარში ესპანელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს. გოლის ავტორი საესი გახდა, რომელმაც ადამიას კარის დალაშქვრა კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ მოახერხა.

გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ალექსანდრე მზევაშვილს, რომელმაც ბრწყინვალე დრიბლინგით ჩამოიტოვა ესპანელი მცველები და მეკარესთან პირისპირ გასულმა დაარტყა, თუმცა ბოლო ეპიზოდში გამარჯვებული მეკარე დარჩა. გატანის კარგი შანსი მეტოქესაც ჰქონდა, მაგრამ ადამიამ ახლო მანძილიდან დარტყმული, თითქმის აუღებელი ბურთი მოიგერია.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ელიტრაუნდის ჯგუფის დღის მეორე მატჩი, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრები დაუპირისპირდნენ, ინგლისელთა გამარჯვებით 1:0 დამთავრდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რიგით მეორე შეხვედრას ინგლისის ნაკრებთან გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 28 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

ელიტრაუნდი. ჯგუფი III

1.ინგლისი  1  1  0  0  1-0  3
2.ესპანეთი 1  0  1  0  1-1  1
3.საქართველო  1  0  1  0  1-1  1
4.უკრაინა  1  0  0  1  0-1  0
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მომეწონა თამაში,ვენაცვალე ბიჭებს ბოლომდე იბრძოლეს,მაგრამ ერთი მინდა ვიკითხო,მარტო თბილისიდან რომ იყვნენ ნაკრებში ეს როგორ ავხსნათ?გასაგებია რეგიონებში არაა მაღალ დონეზე სკოლები,მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა ყოფილიყვნენ ნაკრებში რეგიონებიდან 4 კაცი მაინც თუნდაც სათადარიგოში ყოფილიყვნენ არა აქვს მნიშვნელობა ,ეს პოლიტიკაა და ესე არ შეიძლება ,თოორემ მაგიტომაა რომ მიდის ფეხბურთელებში თავიდანვე შეზარება და შური,ნახეთ ესპანეთს თითქმის ყველა გუნდიდან ყავდა წარმომადგენელი ,ეს უნდა გაიგოს ჩვენმა მწვრთნელებმა და ფედერაციამ,საქართველოა მთავარი ერთიანობა და ამის შემდეგ მოვა შედეგიც და ყველაფერი,მარტო ერთი ქალაქით თუ სოფელით ვერაფერს გავხდებით
vasiko basiladze
17:14 26-03-2012
0
მაგას რა მნისჰვნელობა აკვს?!დაძაბულ თამაშში დაზაბულობა მეტია და,,,
მთავარი შედეგია!შეუძლებელია არაფერია კარგია რომ ბავშვებმა ეს დაინახეს და მეტად დარწმუნებულები გამოვლენ ინგლისთან,მაგარი იქნება რომ გავიმარჟვოთ ტურნირში 2 მოგება ცხალივით გვჭირდება,აწი ფრე წაგების ტოლფასი იქნება
vova
16:49 26-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული