- რომ ვთქვა, გამარჯვებაც შეგვეძლო-მეთქი, ძალიან უნდა გავკადნიერდე. რა თქმა უნდა, მოგებასთან უფრო ახლოს ესპანელები იყვნენ, მაგრამ პაპუნაშვილს ის მომენტი რომ გამოეყენებინა, ორბურთიანი სხვაობით დავწინაურდებოდით და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრება ძალიან გაუჭირდებოდა.
ბიჭებს დავავალეთ, მეტოქისთვის სივრცე მაქსიმალურად შეეზღუდათ და ესპანელთა შეცდომებს დალოდებოდნენ. ამ ასაკში უშეცდომო გუნდი არ არსებობს და
ესპანეთის ნაკრები ბურთს ჩვენზე უკეთ რომ ფლობს, ეს წინასწარ ვიცოდით და როგორც ველოდით, სათამაშო უპირატესობა მეტოქემ მოიპოვა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ამას შეუპოვარი ხასიათი და დიდი ბრძოლა დაუპირისპირეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.
"მიხეილ მესხზე" თამაში კი მაინც გაგვიჭირდა, რადგან ჩვენს ფეხბურთელებს, ესპანელებისგან განსხვავებით, ამხელა სტადიონებზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ.
- აბურჯანიამ რა სახის დაზიანება მიიღო?
- მას სახეში მეტოქის მუშტი მოხვდა და თვალთ დაუბნელდა. გიორგის ეს პირველად არ მოსვლია, მაგრამ წესით, საგანგაშო არაფერი უნდა იყოს და მან მომავალ მატჩში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
- თავდამსხმელების თამაშით კმაყოფილი ხართ?
- მათ მეტი შეუძლიათ და მეტი მოეთხოვებათ. ისე კი, ნერვიულობის ფაქტორს მაინც ვერ გავექეცით. ესპანეთი მაინც ესპანეთია.
- რა ინფორმაციას ფლობთ მომავალ მეტოქე ინგლისზე?
- ინგლისის ნაკრები უფრო ფეთქებადი გუნდია, ვიდრე ესპანეთი. თუკი ესპანელები მთელი მოედნის კონტროლს ცდილობენ, ინგლისელები ეპიზოდურად, მაგრამ უფრო მწვავედ უტევენ. ინგლისთან მატჩამდე ორიოდე დღე დარჩა და იმედია, ძალების სრულად აღდგენას მოვასწრებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"