საქართველო-ინგლისი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: პაპუნაშვილი (80+4)
გაფრთხილება: გოროზია (35), დვალი (36), წილოსანი (39), ჩემბერსი (51), ბენეტი (53), ჰეიდენი (59), პაპუნაშვილი (80)
საქართველო: ადამია, კაკაბაძე, დვალი, ჭანტურია, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი (ცინცაძე, 77), პაპუნაშვილი, წილოსანი, ჯიქია (დარციმელია, 51), მზევაშვილი, გოროზია.
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
ინგლისი: უილისი, უები, შოუ, ჰაიდენი, კ.ჩემბერსი, სვიფტი, რობინსონი, აკპომი, ჯები (ჰიუზი 74), გრემი (ბენეტი, 41), ინისი (ლ.ჩემბერსი 75).
მწვრთნელი: ჯონ პიკოკი.
მსაჯი: კრის რაიში (ლუქსემბურგი)
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი, დავით დარციმელიასთან გათამაშებული ეფექტური კომბინაციის შემდეგ, გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ 17-წლამდელებს ტურნირის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ბრწყინვალე შანსი აქვთ. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთისა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა, შედეგად კი მაისურაძის გუნდი ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას უკრაინელ თანატოლებთან 31 მარტს გამართავს, ესპანელები კი ინგლისელებს დაუპირისპირდებიან.
* * *
ესპანეთი-უკრაინა 2:2 (1:1)
გოლები: 0:1 ტიშენკო (8), 1:1 კალერო (19), 1:2 ბელონოგი (71), 2:2 ბუსტოსი (72)
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა უკრაინისა და ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის ფრედ 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ორი პენალტი დაინიშნა - ერთი ესპანელთა, ხოლო მეორე უკრაინელთა სასარგებლოდ, თუმცა ორივეჯერ გამარჯვებულები მეკარეები დარჩნენ.
U17. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი. III ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 1 1 0 2-1 4
2. ინგლისი 2 1 0 1 1-1 3
3. ესპანეთი 2 0 2 0 3-3 2
4. უკრაინა 2 0 1 1 2-3 1