U17. საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზეა! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდი
საქართველო-უკრაინა 1:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 1:0 მზევაშვილი (6)
გაფრთხილება: ბურდა (9) ნ.ჭანტურია (14) ხარატინი (47), დარციმელია (57), სამხარაძე (67).

საქართველო:
ადამია, კაკაბაძე, ნ.ჭანტურია, სამხარაძე, პაპუნაშვილი, წილოსანი (მესხი, 60), ახვლედიანი (დარციმელია, 41), ცინცაძე (აბურჯანია, 70), ჯიქია, მზევაშვილი, გურეშიძე
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

უკრაინა: სარნავსკი, კაჩარაბა, ბურდა, პოლეგენკო, სობოლი, ხარატინი, ლაზაროვიჩი, ტანკოვსკი (გაბელოკი, 51), ბილონოგი, ტიშჩენკო (რადჩენკო. 54), ვეტროვი (მირანიანი, 60).
მთავარი მწვრთნელი: ოლექსანდრ პეტრაკოვი

მსაჯი: მარუს ჰამეტერი (ავსტრია)

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 31 მარტს, "მიხეილ მესხის" სახელობის
სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩები ციკლის ელიტრაუნდის ბოლო მატჩი უკრაინელ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. ამ წარმატებით ქართველმა ჭაბუკებმა "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის 2012 წლის ჩემპოინატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს.

მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი უკვე მეექვსე წუთზე ალეკო მზევაშვილმა მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა, რომელმაც მარცხენა ფრთიდან ვანო წილოსანის ბრწყინვალე დრიბლინგი დააგვირგვინა.

შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა. უკრაინელებს, რომლებსაც ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის თეორიული შანსი ჯერ კიდევ ჰქონდათ, მინიმუმ, საპასუხო გოლის გატანა აუცილებლად მართებდათ, თუმცა მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა და თან, არც ვასილ მაისურაძის შეგირდები უთმობდნენ იოლად რამეს.

უფრო მეტიც, თამაში გოლის შემდეგაც ქართველი ჭაბუკების უპირატესობით წარიმართა და ის, რომ ანგარიში აღარ შეცვლილა, მხოლოდ ბოლო ეპიზოდში ჩვენი ბიჭების უზუსტობებს უნდა მივაწეროთ.

ძნელია ასეთ თამაშში ვინმე გამოარჩიო, ქებას და მადლობას მთელი გუნდი იმსახურებს, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნოთ დავით ჯიქიას, ალეკო მზევაშვილის, დათო დარციმელიას და ოთარ კაკაბაძის ერთობ შთამბეჭდავი თამაში. რიგ ეპიზოდებში მათი გარჯის შემხედვარე ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ მოედანზე 17-წლამდელები თამაშობდნენ.

ამრიგად, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ურთულეს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ისტორიაში მესამედ შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა, რომელსაც 4-16 მაისს სლოვენია უმასპინძლებს.

რაც შეეხება პარალელურად, "ეროვნულ" სტადიონზე მიმდინარე შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს ჩვენი ჯგუფის დანარჩენი ორი გუნდი დაუპირისპირდა, ესპანელებმა ინგლისელებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, მაგრამ ამით ჯგუფში მხოლოდ მეორე ადგილს გამორჩნენ.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპოინატის ელიტრაუნდი. III ჯგუფი
საბოლოო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 2 1 0 3-1 7
2. ესპანეთი 3 1 2 0 7-3 5
3. ინგლისი 3 1 0 2 1-5 3
4. უკრაინა 3 0 1 2 2-4 1
მკითხველის კომენტარები / 9 /
საგოლ რა ხო პატარებიი არიან მაგრამ ამხელაზე გაუხარეს ხალხს გულები გენაცვალეთ რა
ძალიან მაგარი ბავშვები არიან ძალიან მომეწონა ჯიქია და დარციმელია არა ყველა მაგრბი არიან ვერცერტს ვერ გამოყოფ დაბალანსებული გუნდია სანდო მეკარე კაი დაცვა და უძლიერესი წინა ხაზი და რაც მთავარია ქართულ ფეხბურტს თამაშობენ ლაღს და შემტევს
messsimania
03:34 02-04-2012
0
Nაკრებს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და საუკეთესო სურვილები....სხვა რა...მაგრები რა... ყოჩაღ რა... გენაცვალეთ რა და რა რა რა,,, ქართული ისწავლეთ რა... რა არ მოგიშალოთ ღმერთმა რა,,, რა გითხრათ რა,,, ეხ რა...
Jigaro
22:37 01-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული