მისი თქმით, ქართველ ჭაბუკებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატების რეალური შანსი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ საქართველოს არ ეგონა, რომ მისი გუნდი ელიტრაუნდს გადალახავდა, მაისურაძე დარწმუნებულია, რომ ქართველი ფეხბურთელები არც ფინალურ ეტრაპზე თამაშს შეუშინდებიან.
"ჩვენ ეს შედეგი დიდი შრომითა და კარგი თამაშით მოვიპოვეთ. ინგლისის, ესპანეთისა და უკრაინის უკან ჩამოტოვება ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. განსაკუთრებით ბოლო აკორდის მეშინოდა, თუმცა საბოლოდ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ევროპის 8 საუკეთ
ეს პირველ რიგში ბიჭების შრომის შედეგია რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ", - განაცხადა ვასილ მაისურაძემ.
31 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინელი თანატოლები ანგარიშით 1:0 დაამარცხა, რითაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტრაუნდი წარმატებით დაასრულა.
ჯგუფში ქართველებმა სულ სამი შეხვედრა გამართეს. პირველ მატჩში ესპანეთთან ფრედ 1:1 ითამაშეს. მეორე შეხვედრაში 1:0 დაამარცხეს ინგლისის გუნდი, უკრაინელებთან ანგარიშით 1:0 გამარჯვებით კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, რომელსაც სლოვენია უმასპინძლებს.