ინგლისელი თინეიჯერები პირველივე წუთებიდან უტევდნენ. ესპანური ნახევარდაცვა აშკარად დაჯაბნეს. მეტოქის საჯარიმომდე არაერთხელ მიიტანეს ბურთი, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში უმალ ფლავდებოდნენ.
ვერ ვიტყვით იმას, რომ ინგლისი უკლასო გუნდია, რადგან მოხდენილად აგორებდა ბურთს და იმდენი ქნა, რომ ესპანეთს მეორე ნომრად თამაში აიძულა.
ბრიტანელებმა პირველ ტაიმში ხუთი საგოლე შესაძლებლობა გაფლანგეს. კალუმ ჩამბერსს, ჩუბა
პირველ ტაიმში უსუსურად მოთამაშე ესპანეთისგან აბა, ვინ ელოდა იმას, რომ შესვენების შემდეგ ინგლისს გოლებით ამოქოლავდა. კონტრშეტევაზე ივან კალერომ ოციოდე მეტრიდან შორეულ კუთხეში ხვეული დარტყმით გაიტანა და მეტოქე შოკში ჩააგდო.
სანამ ინგლისელები გონს მოვიდოდნენ, ესპანეთმა მეორე ბურთიც შეაგდო. ბრიტანელებმა მყის ვერა, მაგრამ თანდათან მოაწესრიგეს თამაში და კვლავ მძლავრად შეუტიეს. ლუკ ვუდლანდმა თავურით ძელს გაარტყა. დამატებაზე რობინსონმა ვერ ივარგა - ეს მომენტი ინგლისს რომ გამოეყენებინა, ალბათ ძალიან საინტერესო მეორე ტაიმს ვიხილავდით, მაგრამ ალბიონელები თითქოს დათარსულები იყვნენ.
კონტრიერიშებზე კი ესპანეთს ყველაფერი გამოსდიოდა და მოხდენილი გოლებითაც დაიმშვენა მოგება - სერხი სამპერმა და ხოსე ლუის გაიამ სოლოთი გაიტანეს.
ქართველმა გულშემატკივარმა გოლებითა და საგოლე მომენტებით თავი კარგად შეიქცია. მობილურზეც ბევრი ილაპარაკა "მიხეილ მესხზე" მყოფ ახლობლებთან, ინერვიულა პირდაპირი სატელეფონო რეპოტაჟით და, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილმა დატოვა "დინამო არენა".
31 მარტი. თბილისი. დინამო არენა. 400 მაყურებელი
ინგლისი-ესპანეთი 0:4
0:1 კალერო(45, ბორხას პასით), 0:2 გრიმალდო (48, ბურტოსის პასი), 0:3 სამპერი(56), 0:4 გაია (80)
ინგლისი ესპანეთი
4-2-3-1 4-2-3-1
უილისი ბლანკო
გორდონი ბელერინი
ჰაიდენი საესი
ლ.ჩამბერსი სანჩესი
შაუ რუიზი
კ.ჩამბერსი ფერნანდესი
სვიფტი ბორხა
ვუდლანდი ბურტოსი
ჰიუზი გრიმალდო
აკპომი სამპერი
რობინსონი კალერო
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ჯ.პიკოკი ს.დენია
ინგლისი
51. კ.ჩამბერსი - გრემი
52. სვიფტი - უოლესი
64. რობინსონი - ბენეტი
სათადარიგოები: განი, უები, ინისი, ჯები
ესპანეთი
68. ბურტოსი - კასტილეიო
76.გრიმალდო - გაია
80+1. სამპერი - კოტანი
სათადარიგოები: კანტერო, არგუესი, სკრანო. იგლესიასი
გაფრთხილება: სანჩესი (25), ლ.ჩამბერსი (53), რუიზი(63), კასტილეიო(71), შაუ(80)
არბიტრი: ნ.იოდანოვი(ბულგარეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"