19-წლამდელები შეკრებას იწყებენ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის შეხვედრებს 25-30 მაისს ხორვატიაში ჩაატარებს.

გუნდის მთავარ მწვრთნელად მარტში დანიშნულმა ოთარ კორღალიძემ პირველი შეკრება 13-24 მარტს ჩაატარა. თბილისში ვარჯიშის შემდეგ გუნდი კვიპროსში გაემგზავრა და ადგილობრივ 19-წლამდელებთან ორივე საკონტროლო შეხვედრა ფრედ დაასრულა.

19-წლამდელები მეორე შეკრებას 3 აპრილს იწყებენ: გუნდი სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეიკრიბება და ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშებს.

ოთარ კორღალიძის თქმით, კარგი ამინდების შემთხვევაში, მთავარ მოედანზე ივარჯიშებენ, უამინდობისას კი - ხელოვნურ საფარზე.

მეკარეები: ლევან ტყეშელაშვილი ("დინამო"), დავით ლეგაშვილი (უგუნდო), რობერტ იმერლიშვილი ("მერანი").
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი,
თევდორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე (ყველა - "ზესტაფონი"), ლევან გეგეჭკორი ( "მერანი"), ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე (ორივე - "დინამო"), კოტე ზარნაძე ("ბაია"), გიორგი ჯგერენაია ("გაგრა"), დავით კოხია ("ვოლგა", ნიჟნი ნივგოროდი, რუსეთი).
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი, ბუბა რუხაძე (ყველა - "დინამო"), ნიკა ჭკუასელი, ნოდარ კიკნაველიძე (ორივე - "გაგრა"), ლაშა სილაქაძე ( "ტორპედო"), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია).
თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია ("ტორპედო"), ავთო ენდელაძე ("ბაია"), გურამ სამუშია ("ზესტაფონი"), დავით გელაშვილი ("სპარტაკი").

კორღალიძემ პირველ ეტაპზე ლეგიონერები არ გამოიძახა. ამჯერად ყველა მათგანი მიიწვია, მაგრამ მხოლოდ არნემის "ვიტესის" ნახევარმცველის, ვაკო ყაზაიშვილის ჩამოყვანას ახერხებს.

კორღალიძემ ჩვენთვის უცნობი მცველი, დავით კოხია გამოიძახა, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" დუბლშემადგენლობაში თამაშობს.

თბილისური შეკრება 10 აპრილამდე გაგრძელდება. შემდეგ ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც პორტუს საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს. 12 აპრილს ქართველები საფრანგეთის ნაკრებს შეხვდებიან, 13 აპრილს - ირლანდიას, 14 აპრილს - სერბეთს, შინ კი 16 აპრილს გამთენიისას დაბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული