16-წლამდელები აპრილის ოთხთა ტურნირისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
14-22 აპრილს თბილისში გასამართი ოთხთა ტურნირისთვის მზადება დაიწყო საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის.

ასაკობრივი ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე გადის.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელებს უხმო: ბექა ქურდაძეს, ოთო გოშაძეს, რუსლან ბედიევს, ნიკა დვალს, გიორგი სადღობელაშვილს, გიორგი აბელაშვილს, გიორგი გალდავაძეს, გიორგი ქობულაძეს, ნიკა ქორიძეს, რატი კაკიაშვილს, ნიკა ლაშხიას, გიორგი წივილაშვილს, ჯონი გოგლიჩიძეს, ბექა მიქელთაძეს, ანდრო ნემსაძეს, ამირან გოგიაშვილს, ვასილ კაციტაძეს, ირაკლი ჟვანიას, გიორგი ახალაძეს, ირაკლი ელიაურს.

შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ოთხთა ტურნირი საქართველოში უეფას ინიციატივით ტარდება და
მასში მონაწილეობას საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ასაკობრივი ნაკრებები მიიღებენ.

ზუგდიდური შეკრების დასრულების შემდეგ ნოდარ აკობია გუნდთან ერთად თბილისში დაბრუნდება და შეკრებას აქ გააგრძელებს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული