შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის ჯგუფური ეტაპის მატჩები სლოვენიაში 4, 7 და 10 მაისს გაიმართება. ქართველი ჭაბუკები პირველ ტურში გერმანელ თანატოლებს შეხვდებიან, მეორეში საფრანგეთის 17-წლამდელთა ნაკრებს, მესამეში კი - ისლანდიის.
ვასილ მაისურაძე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად, ჩვენს ჯგუფში ჰოლანდიაც რომ მოხვედრილიყო, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. წილისყრის ამ შედეგებით კი წარმატების შედარებით მეტი შანსი გვრჩება.
მთლიანობაში,
გერმანიასა და საფრანგეთს ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავთ, ისლანდიაზე კი დღეისთვის ბევრი არაფერი ვიცით. სამივე მეტოქის მატჩების ვიდეოჩანაწერებს მოვიპოვებთ და მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე მაქსიმალურ ინფორმაციას მივიღებთ.
რაღა თქმა უნდა, საბრძოლველად ვართ განწყობილნი და ფინალური ეტაპისთვის სათანადოდ მოვემზადებით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"