დავით ხოჭოლავა ელიტრაუნდში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს მაისში ხორვატიაში, ელიტრაუნდის შეხვედრებში, დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება. თბილისის "დინამოს" 19 წლის მცველი ესპანურ შეკრებაზე დაშავდა და მოედანს კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდება.

"ლელო" უკვე წერდა, რომ 19-წლამდელთა ნაკრების სტაჟიანი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე სამკურნალოდ გერმანიაში მიემგზავრებოდა.

"დაახლოებით ათი დღეა, რაც გერმანიაში, შტუტგარტში ოპერაცია გამიკეთეს. კოჭის იოგები ესპანეთამდეც მაწუხებდა, დაახლოებით ერთი წელი ტკივილებს ვგრძნობდი, ესპანურ შეკრებაზე კი იოგები დამიწყდა.

ოპერაცია თომას ფრულიხმა წარმატებით გამიკეთა. ის გამოცდილი ექიმია. გარდა იმისა, რომ კერძო კლინიკაში მუშაობს, "შტუტგარტსა" და "ჰოფენჰაიმთანაც"
თანამშრომლობს.

იმედია, რეაბილიტაციას დროულად გავივლი, აგვისტოში, მაქსიმუმ, სექტემბერში კი მოედანს დავუბრუნდები", - გვითხრა ხოჭოლავამ.

ახალგაზრდა დინამოელმა 19-წლამდელთა ნაკრების მომავალ თამაშებზეც ილაპარაკა:

"რეალური შანსია, საქართველო ევროპის 8 საუკეთესო გუნდში რომ მოხვდეს. ამ დროს ძალიან ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ელიტრაუნდში ვერ ვითამაშებ.

იმედია, ბიჭები ამ ამოცანას უჩემოდაც გაართმევენ თავს... აქვე მსურს ჩვენს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო. ღირსეულად ითამაშეს და ყველა ძალიან გაგვახარეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული