ნიკა გილაური: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ 17-წლამდელთა ხელშესაწყობად

AutoSharing Option
საქართველოს ჩვიდმეტწლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საზოგადოებას ნაკრების გამარჯვება მიულოცა.

"ბავშვებმა რეალურად ყველაფერი გააკეთეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასულიყვნენ. ეს ნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს. ბევრად უფრო კარგი ახალი თაობა მოდის, ვიდრე ველოდებოდით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ ხელშესაწყობად", - განაცხადა გილაურმა.

მისივე თქმით, 5 აპრილს შედგება თათბირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან, სადაც განიხილება ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ნაკრების დამატებითი შეკრებისათვის თანხების
გამოყოფის საკითხი.

ამასთან, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, ნაკრების წარმატება არის იმ სამწლიანი მუშაობის შედეგი, რომელიც ფეხბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ვარძელაშვილის თქმით, ამ პროგრამის მიხედვით, ყველა ასაკობრივ ნაკრებში ბავშვების სწორი აღზრდა ხორციელდება; ხოლო დამატებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი ნაკრებთან, რადგან მათ არანაკლებ რთულ ჯგუფში მოუწევთ ასპარეზობა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Shoda, ისე სახელი "შოდა" კარგი დაგირქმევია. თუ იცი რას ნიშნავს? მთის სახელი ხომ არ არის? მე მგონი კი.ეს ხუმრობით. ისე "მართალი" ხარ. დაღლილი ვირი და ჯორბენაძე "ჯობდა" მაგას. არაუშავს, მალე ბიძინა მოვა პრემიერად და ყველაფერს დაალაგებს (თვითონ თუ ვერ მოვიდა პენსიების ქურდ ხუფენიას მაინც გააჩალიჩებს მაგ პოსტზე. ვაიიიიიიიიიი)
rachveli
09:41 06-04-2012
0
ერთი მაგ გილაურს ჰკითხეთ რომელი ბურთით თამაშობენ ფეხბურთს მრგვალით თუ ოვალურით? საცოდავი ჩვენი თავი და ქვეყანა, გილაური რომ ეყოლება პატრონად!!!
Shoda
17:32 05-04-2012
0

სიახლეები პოპულარული