წინასწარ ვიტყვით, რომ კორღალიძემ უმცროსი ასაკის ნაკრებიდან რამდენიმე მოთამაშე გამოიძახა, რომლებმაც პირველი ტაიმი კაჭარავას ხელმძღვანელობით ითამაშეს, მეორე ნახევარში კი მის გუნდში, მაგალითად, ლევან გეგეჭკორი და გიორგი ფანცულაია.
სამწუხაროდ, მენისკის პრობლემის გამო, "ზესტაფონის" მცველს თორნიკე გრიგალაშვილს შეკრების დატოვება მოუხდა. ეს გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან თორნიკემ თურქეთში ჩატარებულ პირველ შესარჩევ ეტაპზე ჩინებულად ითამაშა.
უფროსები უკეთ შეთამაშებულები არიან, რადგან გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით, ერთად წლებია თამაშობენ. მათ კლასსა და
ანგარიში პირველ ტაიმში რეხვიაშვილმა გახსნა. მერე კაჭარავას გაწვრთნილებმა რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ მეკარე დავით ლეგაშვილი საიმედო იდგა.
აქვე მასზე ორიოდე სიტყვა ვთქვათ: დათოს ხელი ჰქონდა მოტეხილი და სულ ოთხი დღეა, რაც ვარჯიში განაახლა. მთავარი კი ისაა, რომ ელიტრაუნდში გასული ნაკრების პირველ მეკარე უგუნდოდაა და ფორმის აღდგენის საშუალება თბილისის "დინამოში" მისცეს.
ვიცით, რომ ლეგაშვილს "დინამოში" სთავაზობდნენ გადასვლას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. მიზეზი კი ჩვენთვის უცნობია. ნებისმიერ შემთხვევაში, გაუგებარია 19 წლის პერსპექტიული მეკარის უგუნდოდ ყოფნა, რომლის იმედადაც არის ელიტრაუნდში ნაკრები.
მეორე ნახევარში კორღალიძის გუნდის უპირატესობა გამოიკვეთა. მშვენიერი გოლი გაიტანა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში, სამ მცველს გასცდა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით ანგარიში გაზარდა.
უმცროსებმა ეფექტური გოლით შეამცირეს ანგარიში: გაგა მურცხვალაძემ (რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა) შენიშნა, მეკარე კარიდან ოდნავ წინ რომ იყო გამოსული და ბურთი თავზე გადაუგდო.
ამ დროისთვის კაჭარავას გაწვრთნილები გააქტიურდნენ, სახიფათო მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს. უფროსებმა კი კვლავ შეუტიეს და სხვაობა კვლავ გაზარდეს: "გაგრას" ნახევარმცველმა ნოდარ კიკნაველიძემ საჯარიმო ეფექტურად შეასრულა.
მეტოქის კარი მეოთხედ აიღო და დუბლი შეასრულა რეხვიაშვილმა. მატჩის ბოლოს კი დუბლი ჩაიწერა კიკნაველიძემაც, კორღალიძის გაწვრთნილებმა - 5:1 გაიმარჯვეს.
10 აპრილს 19-წლამდელები პორტუგალიაში გაემგზავრებიან, სადაც საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე ითამაშებენ.
U19 (1993): ლეგაშვილი - ზარნაძე, თედო გრიგალაშვილი, სანდოხაძე, გაგოშიძე - პარუნაშვილი, რეხვიაშვილი, პაპავა - ყაზაიშვილი, გელაშვილი, კიკნაველიძე.
შეცვლაზე: ტყეშელაშვილი, სილაქაძე, ფანცულაია, რუხაძე, გაგნიძე, კოხია, ჯგერენაია, გეგეჭკორი.
U19 (1994): თებიძე - გეგეჭკორი, გადრანი, თევზაძე, მანაგაძე - მათიაშვილი, ექვთიმიშვილი, ხერველაშვილი, ენდელაძე - ბულია, ფანცულაია.
შეცვლაზე: სეიდიდი, ცნობილაძე, პაპუაშვილი, მურცხვალაძე, თოლორაია, გარსელაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"