საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 25-30 მაისს ხორვატიაში გასამართი ელიტრაუნდისთვის მზადებას აგრძელებს. მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ მეორე შეკრება 3-იდან 9 აპრილამდე ჩაატარა. გუნდი სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დაბინავდა და ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ვარჯიშობდა.

ამ შეკრებისა და 1994 წელს დაბადებულ 19-წლამდელებთან საკონტროლო შეხვედრის შემდეგ, კორღალიძემ ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა შეარჩია და 10 აპრილს, გამთენიისას, გუნდი პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც პორტუს საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.

ოთარ კორღალიძემ პორტუგალიაში 20 მოთამაშე წაიყვანა:
მეკარეები: ლევან ტყეშელაშვილი ("დინამო"), დავით ლეგაშვილი (უგუნდო).
მცველები: თევდორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე (ორივე - "ზესტაფონი"),
ლევან გეგეჭკორი ( "მერანი"), ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე (ორივე - "დინამო"), კოტე ზარნაძე ("ბაია"), გიორგი ჯგერენაია ("გაგრა").
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი, ბუბა რუხაძე (ყველა - "დინამო"), ნიკა ჭკუასელი, ნოდარ კიკნაველიძე (ორივე - "გაგრა"), ლაშა სილაქაძე ( "ტორპედო"), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია).
თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია ("ტორპედო"), ავთო ენდელაძე ("ბაია"), დავით გელაშვილი ("სპარტაკი").

შემადგენლობის მიღმა დარჩა მარტვილის "მერანის" მეკარე რობერტ იმერლიშვილი, რადგან მწვრთნელებმა ორი მეკარეც საკმარისად ჩათვალეს.

მენისკის ნიშნები აღმოაჩნდა და შეკრების ნაადრევად დატოვება მოუხდა "ზესტაფონის" მცველ თორნიკე გრიგალაშვილს. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველს დათო კოხიას კი რუსული პასპორტი აქვს და საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე ნაკრებში ვერ ითამაშებს.

ტრავმის გამო "ზესტაფონის" თავდამსხმელი გურამ სამუშია შეკრებაზეც ვერ გამოცხადდა და ნაკრებს პორტუგალიაშიც ვერ გაჰყვა.

"გაგრას" სამეულიდან ნაკრებს მხოლოდ ნახევარმცველი ნოდარ კიკნაველიძე გაჰყვა. 10 აპრილს გორის "დილასთან" სათასო ნახევარფინალს ითამაშებენ და 11 აპრილს გუნდს შეუერთდებიან გიორგი ჯგერენაია და ნიკა ჭკუასელი.

შეგახსენებთ, რომ პორტუს საერთაშორისო ტურნირში ქართველი 19-წლამდელები საფრანგეთის ნაკრებს 12 აპრილს შეხვდებიან, ირლანდიას - 13 აპრილს, სერბეთს კი - 14 აპრილს. გუნდი საქართველოში 16 აპრილს გამთენიისას დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული