თბილისი ახალგაზრდული ტურნირის მასპინძლობისთვის ემზადება

AutoSharing Option
14-22 აპრილს თბილისში 16-წლამდე ვაჟთა და 17-წლამდე გოგონათა საერთაშორისო ტურნირები გაიმართება.

ტურნირები, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტულია და უეფას ეგიდით წელს პირველად იმართება. მასში მონაწილეობას, ძირითადად, ამიერკავკასიის ქვეყნების ასაკობრივი ნაკრებები მიიღებენ.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებ გუნდს, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის, ყაზახეთის, სომხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან მოუწევს ურთიერთობების გარკვევა.

შეჯიბრება 15 აპრილს დაიწყება. თამაშები კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონსა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გაიმართება. ვაჟთა ტურნირის კალენდარი ასე გამოიყურება:

15 აპრილი
საქართველო U16 – სომხეთი U16 (13:00 საათი. სტადიონი "მიხეილ მესხი")

თურქეთი U16
- ყაზახეთი U16 (13:00 საათი. სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ბასა")

17 აპრილი
14:00 საათი - მატჩი მესამე ადგილისთვის

16:00 საათი - ფინალური მატჩი

რაც შეეხება გოგონების ტურნირს, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მეტოქეები ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის გუნდები იქნებიან. შეჯიბრება 19 აპრილს დაიწყება.

19 აპრილი
საქართველო W U17 – ყაზახეთი W U17 (14:00 საათი. სტადიონი "მიხეილ მესხი")

თურქეთი W U17 - აზერბაიჯანი W U17 (16:00 საათი. სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ბასა" )

21 აპრილი

14:00 საათი - მატჩი მესამე ადგილისთვის

16:00 საათი - ფინალური მატჩი

ტურნირზე დასასწრებად სფფ-ში უეფადან ოფიციალური სტუმრებიც ჩამოვლენ.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული