U17: საქართველოს ნაკრების დეტალური კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ევროპის 17-წლამდელთა ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა.

შეგახსენებთ, ვასილ მაისურაძის გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც ქართველთა მეტოქეები გერმანია, საფრანგეთი და ისლანდია იქნებიან. ჩვენი ნაკრები მატჩებს ამავე თანმიმდევრობით ჩაატარებს.

სლოვენიაში გასამართი კონტინენტის პირველობის უფრო დეტალური კალენდარი ასეთია:

A ჯგუფი
4 მაისი დომჟალე საფრანგეთი-ისლანდია
4 მაისი ლუბლიანა საქართველო-გერმანია
7 მაისი დომჟალე საფრანგეთი-საქართველო
7 მაისი ლუბლიანა ისლანდია-გერმანია
10 მაისი დომჟალე ისლანდია-საქართველო
10 მაისი ლუბლიანა გერმანია-საფრანგეთი

B ჯგუფი
4 მაისი ლენდავა პოლონეთი-ბელგია
4 მაისი მარიბორი სლოვენია-ჰოლანდია
7 მაისი მარიბორი ჰოლანდია-ბელგია
7 მაისი ლენდავა სლოვენია-პოლონეთი
10 მაისი მარიბორი ბელგია-სლოვენია
10 მაისი ლენდავა ჰოლანდია-პოლონეთი

ნახევარფინალი
13 მაისი ლუბლიანა A-ს გამარჯვებული-B-ს
მეორეადგილოსანი
13 მაისი ლუბლიანა B-ს გამარჯვებული- A-ს მეორეადგილოსანი

ფინალი
16 მაისი ლუბლიანა

მატჩების მსაჯების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჩვენი ნაკრებისა და მეტოქეების სამზადისის შესახებ კი ინფორმაციებს რეგულარულად მოგაწვდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული