საქართველო-საფრანგეთი 3:0 - ვაკო ყაზაიშვილის ჰეთ თრიქით!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუს 30-ე საერთაშორისო ტურნირზე ერთმანეთისგან განსხვავებული ორი შეხვედრა ჩაატარა. ჯერ იმას ვიტყვით, რომ ორგანიზატორებმა თავდაპირველი გრაფიკი შეცვალეს და 12 აპრილის ნაცვლად, ტურნირი 11 აპრილს დაიწყეს. ჩვენი პირველი მეტოქე კი საფრანგეთის ნაცვლად, მასპინძელი პორტუგალია იყო.

ოთარ კორღალიძის გაწვრთნილებისთვის პირველი შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა - მასპინძლებმა 5:0 მოიგეს. მატჩის მიმოხილვა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ვნახეთ.

პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა - თავი ბრუმამ გამოიჩინა. ტაიმის მიწურულს კი საქართველოს კარი მეორედ ივან კავალეირომ აიღო.

მასპინძელთა უპირატესობა მეორე ნახევარში უფრო
გამოიკვეთა. ტიაგო ფერეირას, ფაბიო მარტინსისა და ბეტინიოს გოლებით პორტუგალიამ 5:0 გაიმარჯვა. ამ უკანასკნელმა მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე გაიტანა.

პორტუგალიის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მასპინძლებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს. მატჩის დამატებით დროში სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ: მსაჯმა ნიკა სანდოხაძეს პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.

"შედეგი ჩვენს უპირატესობას ასახავს. დღეს ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და მეტის გატანაც შეგვეძლო. ბიჭებმა ძალიან კარგი ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს. მთელი შეხვედრა გუნდი აზრიანად თამაშობდა ყველა რგოლში. მეტოქემ მხოლოდ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ჩვენი უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. ახლა ელიტრაუნდის მატჩებისთვის ვემზადებით და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი მთავარი მიზანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და მოედანი სუფთა სინდისით დატოვეს", - განაცხადა გაწვრთნილებით კმაყოფილმა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ედგარ ბორგესმა.

11 აპრილი. "ესტადიო მუნიციპალ დე მარკო დე კანავეეს". 1000 მაყურებელი.
პორტუგალია-საქართველო 5:0
გოლები: 1:0 ბრუმა (10), 2:0 კავალეირო (45+2), 3:0 ფერეირა (66), 4:0 მარტინსი (77) 5:0 ბეტინიო (90+5).

საქართველო: ლეგაშვილი - ზარნაძე (75. გეგეჭკორი), თედო გრიგალაშვილი (67 გაგნიძე), სანდოხაძე, გაგოშიძე (46. ენდელაძე) - პარუნაშვილი, პაპავა, რეხვიაშვილი (67. სილაქაძე) - ყაზაიშვილი, გელაშვილი (75. ფანცულაია), კიკნაველიძე (46. რუხაძე).
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, ჯგერენაია.
არბიტრი: ნ. სიმოვიჩი (სერბეთი).
გაძევება: სანდოხაძე (90+4).

12 აპრილს საქართველო საფრანგეთს შეხვდა და დიდი სენსაცია გამოაცხო. პირველ დღეს განადგურებულმა ქართველებმა ფრანგებთან ღირსეულად ითამაშეს: მატჩის გმირი ვაკო ყაზაიშვილი გახდა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა. არნემის "ვიტესის" ქართველმა ნახევარმცველმა ფრანგებს ერთი გოლი პენალტით გაუტანა, ჩვენმა 19-წლამდელებმა კი 3:0 მოიგეს - ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო შედეგია.

საქართველო-საფრანგეთი 3:0
გოლები:1:0, 2:0, 3:0 ყაზაიშვილი (45, 58, პენალტით, 90)
ლეგაშვილი - ზარნაძე (რეხვიაშვილი 70), თედო გრიგალაშვილი, გაგნიძე, გეგეჭკორი - პარუნაშვილი (რუხაძე 85), პაპავა (გაგოშიძე 90), ჯგერენაია - ყაზაიშვილი (სილაქაძე 90), გელაშვილი (ფანცულაია 90), ენდელაძე (კიკნაველიძე 85)

პირველ ტურში კი საფრანგეთმა სერბეთს 2:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი მატჩის მთავარი მსაჯი ფიფას ქართველი არბიტრი დავით ხარიტონაშვილი იყო. პორტუგალიამ მეორე ტურში სერბეთსაც მოუგო 3:2 და ტურნირს ლიდერობს, საქართველო კი -მეორეზეა.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.პორტუგალია 2 2 0 0 8:2 6
2.საქართველო 2 1 0 1 3:5 3
3.საფრანგეთი 2 1 0 1 2:3 3
4.სერბეთი 2 0 0 2 2:5 0

ბოლო ტურში, 14 აპრილს, პორტუგალია საფრანგეთს შეხვდება, საქართველო კი - სერბეთს. იმედია, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ამ შეხვედრაში და, რაც მთავარია, ელიტრაუნდშიც ასევე წარმატებით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაკო ძალიან ნიჭიერი ბიჭია ის ქართული ფეხბურთის ერთერთი იმედია
ვისაც ამ ბავშვის თამაში უნახავს ყველა დამეთანხმება რომ ძალიან მაგარი ბავშვია ყველა მონაცემი აქვს რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს ვიტესში ამ ბოლო დროს აღარ ათამაშებენ გაურკვეველი მიზეზის გამო და იმედია ჟორდანია ამ უნიჭიერეს ბიჭს არ დააჩაგვრინებს. წარმატებები ვაკოს
messimania
21:04 15-04-2012
0

სიახლეები პოპულარული