საქართველო-სომხეთი 4:0

AutoSharing Option
ვიდეო
15 აპრილს თბილისში სტარტი აიღო უეფას ჭაბუკთა ტურნირმა, რომელშიც მასპინძლებთან ერთად, სომხეთის, ყაზახეთისა და თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრებები თამაშობენ.

ოთხთა ტურნირში ნოდარ აკობიას გაწვრთნილებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომეხ თანატოლებს არაფერი დაუთმეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. თითო გოლით თავი ნიკა ქორიძემ (პენ) და ბექა მიქელთაძემ, დუბლით კი გურამ გოშთელიანმა გამოიჩინეს.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში თურქებმა ყაზახი თანატოლები ანგარიშით 10:0 გაანადგურეს და 17 აპრილს დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულს სწორედ საქართველოს და თურქეთის 16-წლამდელები გამოავლენენ.

შეხვედრა 16:00 სთ-ზე, "მიხეილ მესხზე" გაიმართება. მანამდე კი
მესამეადგილოსანის ვინაობას სომხეთი-ყაზახეთის მატჩი გამოავლენს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვნახე გოლები ვიდეოზე და აღფრთოვანებული ვარ - რა მოზომილი პასები, რა ზუსტი და კარგად გამიზნული დარტყმები!... თითქოს პატარა ბიჭები კი არა, უკვე გამოცდილი კაცები თამაშობდნენ ფეხბურთს. მთავარია მაქსიმალური ხელშეწყობა და შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა, და დამიჯერეთ, არაფრით ვიქნებით საფრანგეთზე, ესპანეთზე და პორტუგალიაზე (და ამგვარ ქვეყნებზე) ნაკლები, თუ მეტი არა!
Tornike
21:04 16-04-2012
0

სიახლეები პოპულარული