მართალია, თურქთა შემადგენლობაში ერთი წლით უფროსი ჭაბუკები თამაშობდნენ, მაგრამ ბუნებრივია, მარცხი მაინც არასასიამოვნოა.
თურქეთის ნაკრების უპირატესობა თავიდანვე აშკარა იყო. მეზობლები ქართველებს, უპირველესად, აღნაგობითა და ფიზიკური მომზადებით სჯობდნენ. სტუმრებმა თამაშის ბედი მატჩის დებიუტშივე გადაწყვიტეს. 30-ე წუთზე თურქთა იერიშებს ქართველთა კ
მეორე ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. თურქებს უპირატესობის გაზრდაზე მაინცდამაინც აღარ უზრუნიათ. მასპინძლებს კი პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ მცირედი დააკლდათ - ნიკა ლაშხიას საჯარიმო დარტყმა მეტოქის კარის ხარიხას მოხვდა.
თამაშის დასკვნითი ნაწილი დაბალ ტემპში წარიმართა და ლოგიკური შედეგით დასრულდა. მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც ტურნირის ჩემპიონებსა და პრიზიორებს სამახსოვრო თასები და მედლები გადაეცათ.
ასე დასრულდა თბილისის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც, როგორც იცით, უეფას რეკომენდაციით გაიმართა. ფინალში განცდილი მარცხის მიუხედავად, ქართველმა 16-წლამდელებმა კარგი გამოცდილება მიიღეს.
შეგახსენებთ, ეს ის თაობაა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყებს.
თბილისის საერთაშორისო ტურნირი
ფინალი
საქართველო-თურქეთი 0:3
გოლები: 0:1 ოგულჩანი (13), 0:2 ქოფუზი (17), 0:3 ჩინარი (30)
საქართველო: გოშაძე (41. ქურდაძე), გალდავაძე, აბელაშვილი, ბედიევი (77. დვალი), კომახიძე (41. სადღობელაშვილი), ქობულაძე, კაკიაშვილი (58. კაციტაძე), ქორიძე (74. წიწილაშვილი), ლაშხია, ჯობავა, გოშთელიანი (41. მიქელთაძე)
მწვრთნელი: ნ. აკობია
თურქეთი: ოზთურქი, ზენგინი, აჩარი, არი, ქოფუზი, ოზთურქი, ჩინარი, ბაშდემირი, ოგულჩანი, ბაისალი, თასი
შეცვლაზე შევიდნენ: გავუში, ერსინი, სუბაში, ჩაგრი, მელიჰი, იასინი, სემელი
მწვრთნელი: ბ. ილმაზი
მატჩი მესამე ადგილისთვის
ყაზახეთი-სომხეთი 1:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"