საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქე გერმანია შეუჩერებელია!

AutoSharing Option
ერთი შეხედვით, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი გერმანიის ნაკრებია. ამ გუნდის სიძლიერეზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს - გერმანელ 17-წლამდელთა ამ თაობამ 25 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 24 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა!

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე სასტარტო მატჩს სწორედ გერმანელთა წინააღმდეგ ჩაატარებს და ამიტომაც მეტოქის ბანაკში მომხდარი ამბებისთვის თვალის დევნება უინტერესო არ უნდა იყოს.

გერმანიის ნაკრები ავსტრიაში იმყოფება შეკრებაზე და იქაურ 17-წლამდელებთან ითამაშა. გერმანელებმა 2:1 გაიმარჯვეს და ორივე გოლი ნახევარმცველმა მარკ შტენდერამ გაიტანა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ნაკრების
მთავარი მწვრთნელის, შტეფან ბიოგერის კომენტარიცაა გამოქვეყნებული:

"თამაშის ხარისხითაც და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. მინდოდა, საკუთარი კარი მშრალად შეგვენახა, მაგრამ არა უშავს, დაცვის თამაშს მაინც დადებითად ვაფასებ.

კარგია, რომ ბევრი ფეხბურთელის გამოცდის შესაძლებლობა მომეცა. 4 მაისის მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა არავის აქვს გარანტირებული".


შეგახსენებთ, ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპირველობაზე პირველ მატჩს 4 მაისს ჩაატარებს. 7 მაისს ქართველთა მეტოქეები ფრანგები იქნებიან. ჯგუფურ ტურნირს კი 10 მაისს, ისლანდიასთან შეხვედრით დავასრულებთ.

გერმანიისა და ჯგუფის სხვა მეტოქეების შესახებ ინფორმაციებს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სისტემატურად შემოგთავაზებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული