17-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადებას შეუდგა.

ვასილ მაისურაძის გუნდი ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბა. სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 20 ფეხბურთელია, საიდანაც სლოვენიაში წასაყვანი 18 მოთამაშე უნდა შეარჩიოს.

იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც ელიტრაუნდში ითამაშეს, ნაკრებს არავინ გამოჰკლებია, თუმცა სულაც არ არის გამორიცხული, ელიტრაუნდის განაცხადში მყოფი 18-ეულიდან ფინალურ ეტაპზე ყველა ვერ მოხვდეს.

საქართველოს ნაკრები 20-კაციანი შემადგენლობით 22 აპრილს გამთენიისას გაემგზავრება ავსტრიაში, სადაც შეკრებას 2 მაისამდე გაივლის. ფინალური ეტაპისთვის 18-კაციანი განაცხადიც იქ შედგება.

ავსტრიიდან ლუბლიანამდე საქართველოს ნაკრები 50-კილომეტრიან დისტანციას ავტობუსით დაფარავს.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული