ახალგაზრდული ნაკრები: ჯერ ბელარუსი, შემდეგ ესტონეთი

AutoSharing Option
ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად იანვარში დაინიშნა. მან პოსტზე სოსო ჭედია შეცვალა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტად დაბრუნდა.

შესარჩევი ციკლი ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან კარგად დაიწყო, ხორვატიას გასვლაზე 1:0 სძლია, მაგრამ ესპანეთთან (2:7, 0:2) და შვეიცარიასთან (0:1, 0:5) წყვილ-წყვილი წაგებების შემდეგ, 3 ქულით ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზეა, მხოლოდ ესტონეთს უსწრებს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩივაძემ მაშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე შესარჩევ ეტაპს გუნდის შესათამაშებლად გამოიყენებდა.

მიზნები საკადრო პოლიტიკასაც კარნახობს და
მისი თქმით, ნაკრების გაახალგაზრდავებას შეეცდებოდა, აქცენტს იმ ფეხბურთელებზე გააკეთებდა, რომელთაც ასაკით მომდევნო შესარჩევ ციკლში უწევდათ თამაში.

ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით ნაკრებს პირველი ამხანაგური შეხვედრა 21 მარტს სტამბოლში, თურქეთის ნაკრებთან უნდა ჩაეტარებინა. მაგრამ ეს დაპირისპირება არ შედგა.

20 აპრილს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ გვითხრა, რომ ჩივაძის გაწვრთნილები 1 ივნისს მინსკში, ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურად ეთამაშებიან, მეორე დღეს კი ტალინში გაემგზავრებიან, სადაც 5 ივნისს ესტონეთი შესარჩევი ციკლის ოფიციალურ შეხვედრაში გვიმასპინძლებს.

ახალგაზრდულის ნაკრების შეკრება კი ეროვნული ჩემპიონატის დასრულებისთანავე, 23 მაისს დაიწყება. მაგრამ ჯერ უცნობია, გუნდი სად დაბინავდება და ივარჯიშებს.

შესარჩევი ციკლის დასრულებამდე, ესტონეთთან გასვლითი შეხვედრის გარდა, ქართველ ახალგაზრდებს ორი საშინაო შეხვედრა ელით: 15 აგვისტოს ხორვატიას, 6 სექტემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებენ და ციკლსაც დაასრულებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული