ავსტრიაში გამგზავრებამდე ვასილ მაისურაძის გუნდი სამების საკათედრო ტაძარში ლოცვას დაესწრო, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ. პატრიარქი გუნდს გაესაუბრა, დალოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს ნაკრები ავსტრიის პატარა ქალაქ სენტ-ვაიტში დაგეგმილ დროს ჩავიდა და საწვრთნელ პროცესსაც შეუდგა. ქართველების განკარგულებაში მყუდრო სასტუმრო და სამი სავარჯიშო მოედანია. ავსტრიიდან სლოვენიაში ჩვენი გუნდი 2 მაისს ავტობუსით გადაინაცვლებს, 4 მაისს კი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს
ცვლილებები არ შესულა ავსტრიაში გასამართი საკონტროლო შეხვედრების გრაფიკში - საქართველოს ნაკრები 25 და 28 აპრილს ადგილობრივი რეგიონის ჭაბუკთა ნაკრებებს გაეჯიბრება.
ქართველი 17-წლამდელები ავსტრიაში 19 ფეხბურთელით გაემგზავრნენ, შეკრებაზე კი გუნდს იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელი რომან ჭანტურია შეუერთდება. ავსტრიაშივე მაისურაძე და მისი ასისტენტები სლოვენიაში წასაყვან 18 მოთამაშეს შეარჩევენ.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: ალექსანდრე ადამია ("ოლიმპი", თბილისი), ნიკოლოზ შერმადინი (უგუნდო);
მცველები: ნიკოლოზ ჭანტურია, გიორგი გოროზია, გიორგი გაბაძე (ყველა - "ლოკომოტივი", თბილისი), გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე - "დინამო", თბილისი), ლაშა დვალი ("ოლიმპი", თბილისი)
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია ("ოლიმპი", თბილისი), მათე ცინცაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა - "დინამო", თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი თევზაძე ("საბურთალო")
თავდამსხმელები: დავით დარციმელია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა - "ლოკომოტივი", თბილისი), ვანო წილოსანი ("დინამო", თბილისი), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"