დორტმუნდის "ბორუსიას" მხოლოდ ქართველები უგებენ

AutoSharing Option
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები ამჟამად თურქეთში იმყოფება, სადაც კუშადასის თასის გათამაშებაში მონაწილეობს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანია, რომელიც საქართველოს ფუტსალის ნაკრების თავკაცი იყო.

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე არველაძის ფონდის დახმარებით გაემგზავრა, თამაშები კი ხუთშაბათს დაიწყო. პირველ შეხვედრაში ჩვენებმა "გაზიანთეფი" 8:0 გაანადგურეს. თავი გამოიჩინეს: არაბიძემ (3), ბუგრაძემ (2), კურსავიშვილმა, ლეჟავამ და კუხიანიძემ.

დრამატულად წარიმართა მომდევნო მატჩი "ბეშიქთაშთან": თურქები დაწინაურდნენ, თუმცა დასკვნით 15 წუთში ჩვენებმა დამაჯერებლად ითამაშეს. ბუგრაძემ ანგარიში გაათანაბრა, მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე კი არაბიძემ საქართველოს ნაკრებს გამარჯვება 23 მეტრიდან
ლამაზი საჯარიმო დარტყმით მოუტანა - 2:1.

ასათიანის გაწვრთნილებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, ბელგიურ "ანდერლეხტთან" ფრედ ითამაშეს (1:1), ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში გავიდნენ. იქ მათი მეტოქე დორტმუნდის "ბორუსიას" აკადემია იყო.

ეს შეხვედრაც 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველმა ბავშვებმა იმარჯვეს. თავი გამოიჩინა მეკარე ლევან ისიანმა - "დინამოს" აკადემიის 13 წლის ტანმაღალმა მეკარემ (185 სმ) ორი პენალტი მოიგერია.

1/4-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე "ბურსა" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული