ტურნირის დასრულების შემდეგ თურქულმა სპორტულმა არხმა NTV SPOR-მა პირდაპირ ეთერში აჩვენა "კუშადასის თასის" "ოლ სტარი". ერთმანეთს მონაწილე გუნდების საუკეთესო ფეხბურთელებით შედგენილი უცხოელთა და მასპინძელთა ნაკრებები გაეჯიბრნენ.
მატჩი 0:0 დასრულდა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ სტუმართა გუნდს ცნობილი დანიელი მწვრთნელი ზეპ პიონტეკი წვრთნიდა, რომელმაც თავისი ვარსკვლავური გუნდისთვის ქართველებიდან მცველი კუხიანიძე და შემტევი ნახევარმცველი არაბიძე შეარჩია.
სხვათა შორის, არაბიძე ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ყოველდღიური სპორტული