ორი ქართველი ზეპ პიონტეკის ნაკრებში

AutoSharing Option
დასრულდა კუშადასის თასის გათამაშება, სადაც საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები არველაძეების ფონდის დახმარებით გაემგზავრა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა ნახევარფინალში გააღწიეს.

ტურნირის დასრულების შემდეგ თურქულმა სპორტულმა არხმა NTV SPOR-მა პირდაპირ ეთერში აჩვენა "კუშადასის თასის" "ოლ სტარი". ერთმანეთს მონაწილე გუნდების საუკეთესო ფეხბურთელებით შედგენილი უცხოელთა და მასპინძელთა ნაკრებები გაეჯიბრნენ.

მატჩი 0:0 დასრულდა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ სტუმართა გუნდს ცნობილი დანიელი მწვრთნელი ზეპ პიონტეკი წვრთნიდა, რომელმაც თავისი ვარსკვლავური გუნდისთვის ქართველებიდან მცველი კუხიანიძე და შემტევი ნახევარმცველი არაბიძე შეარჩია.

სხვათა შორის, არაბიძე ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული