U17: ვასილ მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელი შეარჩია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა და 2 მაისს სლოვენიაში გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი ევროპირველობის სასტარტო მატჩს 4 მაისს, გერმანიის ნაკრებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში შესაყვანი 18 ფეხბურთელი დაასახელა.

ავსტრიაში წასული ფეხბურთელებიდან განაცხადს მიღმა გიორგი თევზაძე და რომან ჭანტურია დარჩნენ.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი 17-წლამდელები ამ შემადგენლობით იასპარეზებენ:

მეკარეები: ალექსანდრე ადამია ("ოლიმპი", თბილისი), ნიკოლოზ შერმადინი (უგუნდო);
მცველები: ნიკოლოზ ჭანტურია, გიორგი გოროზია, გიორგი გაბაძე (ყველა - "ლოკომოტივი", თბილისი), გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე - "დინამო", თბილისი),
ლაშა დვალი ("ოლიმპი", თბილისი);
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია ("ოლიმპი", თბილისი), მათე ცინცაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა - "დინამო", თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი);
თავდამსხმელები: დავით დარციმელია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა - "ლოკომოტივი", თბილისი), ვანო წილოსანი ("დინამო", თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა და 2 მაისს სლოვენიაში გადაინაცვლებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმ ორ პეხბუერთლს გული არ აუცრუვდებათ.განა რა ჯდებოდა მაგათი იქ წაყვანა
misha
14:54 02-05-2012
0

სიახლეები პოპულარული