U16: მეშვიდე ადგილი "პრეზიდენტის თასზე"

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 2 მაისს ალმა ათაში, "პრეზიდენტის თასზე" ბოლო მატჩი ჩაატარა.

ნოდარ აკობიას გუნდი ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში თურქმენეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქეს 2:0 სძლია.

შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანსა და ირანთან დამარცხდა, თურქეთთან კი ფრედ ითამაშა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული