დომჟალეს სტადიონზე თამაში თბილისის დროით 19:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლიაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
"მატჩი, რომელიც ჩვენთვის ფინალის ტოლფასია" - ასე აფასებენ ქართველი ფეხბურთელები ამ შეხვედრას.
გუნდს შეხვედრა ჰქონდა უეფას ანტიდოპინგის სამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საგანგებო პრეზენტაცია გამართეს და ვიდეომაგალითების თანხლებით, ფეხბურთელებს დაწვრილებით განუმარტეს პროცედურების თანმიმდევრობა და ყველაზე გავრცელებული შემთხვევები.
მცირეხნიანი შესვენების შემდეგ უეფას წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის ლექცია წაიკითხეს ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით.
მატჩისწინა, საღამოს ვარჯიში
მართალია, არის მიკროტრავმები, თუმცა, ჩვენი გუნდის ექიმების განცხადებით, საგანგაშო არაფერია და განაცხადში მყოფი თვრამეტივე ფეხბურთელი თამაშისთვის მზადაა.
"ძალიან მძიმე თამაში გვექნება, რადგან საფრანგეთი სერიოზულ ძალას წარმოადგენს. დიდი შემართებით ვემზადებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი შევინარჩუნოთ. ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი გულშემატკივრები და მათი გაწბილების უფლება არ გვაქვს.
მთელი გულით ვამბობ - გავალთ მინდორზე და მაქსიმალურად დავიხარჯებით. ყველაფერს დავდებთ გამარჯვების მისაღწევად, რომ ის ადამიანები გავახაროთ, ვისგანაც ამდენ სითბოს, მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობთ" - განაცხადა მატჩისწინა კომენტარში ნაკრების კაპიტანმა - ნიკა ჭანტურიამ.
U17. ევროპის ჩემპიონატი. A ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 1 0 0 0 1-0 3
2. საფრანგეთი 1 0 1 0 2-2 1
3. ისლანდია 1 0 1 0 2-2 1
4. საქართველო 1 0 0 1 0-1 0
II ტური. 7 მაისი
საფრანგეთი-საქართველო
ისლანდია-გერმანია
gff.ge