ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდი უფრო მაღალი კლასის მეტოქეს ეთამაშა, მიღწეული შედეგი კი, უპირველესად, ფეხბურთელთა ჩვეული ბრძოლისუნარიანობისა და გარკვეულწილად, იღბლის დამსახურებაცაა.
ცუდია, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ საკუთარ თავზე აღარ ვართ დამოკიდებულები, მაგრამ ნახევარფინალში გასვლის შანსი მაინც გვაქვს, რასაც, ევროპის ჩემპიონატის საწყისი ორი შეხვედრის სირთულეს თუ გავითვალისწინებთ, თავისუფლად შეგვიძლია, მიღწევა ვუწოდოთ.
პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ბურთს ფრანგები უფრო ფლობდნენ, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე ვერ მიჰყავდათ. ქართველები კი თითქოს მეტოქის შეცდომას ელოდნენ და საწადელსაც მიაღწიეს.
29-ე წუთზე ფრანკ ბამბოკმა დავით ჯიქია წააქცია - საჯარიმოში თუ საჯარიმოს გარეთ, ეს საკითხავია, მაგრამ ამაზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად არ ღირს. ავსტრიელმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა დამაჯერებლად გამოიყენა.
მეორე ტაიმში ფრანგებმა ცვლილებები განახორციელეს და მოედანზე ახალშესული ფეხბურთელები თამაშში აქტიურად ჩაერთვნენ. 45-ე წუთზე გადავრჩით - ერვინ ონგენდას ძლიერი დარტყმა საქართველოს ნაკრების კარის ხარიხამ მოიგერია.
ფრანგები ანგარიშის გასათანაბრებლად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, თუმცა დროდადრო ქართველებიც მწვავედ იჩხვლიტებოდნენ. 51-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების მეკარემ გიორგი პაპუნაშვილის შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია.
57-ეზე მეტოქემ გოლი გაიტანა, მაგრამ სავსებით სამართლიანად მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
საფრანგეთის ნაკრებმა საწადელს მაინც მიაღწია - 67-ე წუთზე ტომას ლემარმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით ჩვენი ნაკრების კარის დარაჯი ალექსანდრე ადამია უშანსოდ დატოვა.
სამწუხაროდ, დარჩენილ წუთებში ქართველი 17-წლამდელები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვით იყვნენ დაკავებულები.
გამარჯვების გოლის გატანა მეტოქეს ოთხჯერ შეეძლო - ვესლი საიდის დარტყმა ადამიამ მოიგერია, ჟან კორენტინმა მიზანს სულ მცირედით ააცილა, საიდისვე საჯარიმო ადამიამ ხელებში დააფიქსირა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ გასულ საიდს თავგანწირული ნახტომით კარში დარტყმა ლაშა დვალმა არ დაანება.
მოკლედ, გამარჯვების ხელიდან გაშვების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად მისაღებ შედეგს მივაღწიეთ. ჯგუფის მეორე ნახევარფინალისტის ბედი კი უკვე ჩვენებსა და გერმანელებზე იქნება დამოკიდებული.
იმედი დავიტოვოთ, რომ გერმანიის ნაკრები, რომელმაც ჯგუფში პირველობა უკვე გაინაღდა, საფრანგეთთან უმოტივაციოდ არ ითამაშებს და არ დამარცხდება. ჩვენ კი, ამასთან ერთად, ისლანდიის ძლევა გვჭირდება.
ნახევარფინალი ახლოს ნამდვილად არაა, მაგრამ მიუწვდომელიც არ ჩანს.
7.05. დომჟალე. სპორტნი პარკი. 400 მაყურებელი
საფრანგეთი-საქართველო 1:1 (იხილეთ ვიდეო)
0:1 ჭეჭელაშვილი (30. პენ.), 1:1 ლემარი (67)
საფრანგეთი საქართველო
4-1-4-1 4-2-3-1
მაინანი ადამია
კასტელეტო კაკაბაძე
ბამბოკი დვალი
ლაბიდი ნ. ჭანტურია
ლანგლე სამხარაძე
ფოტანა ჭეჭელაშვილი
ნგანიონი გოროზია
კორენტინი მზევაშვილი
შემლალი პაპუნაშვილი
ონგენდა წილოსანი
მარტიალი ჯიქია
მწვრთნელები
ჟ. ჟუნტინი ვ. მაისურაძე
საფრანგეთი
41. შემლალი - ლემარი
56. ონგენდა - საიდი
69. ბამბოკი - სისაკო
სათადარიგოები: კაცუ, ვალტერი, ლანდინი, მექსიკე
საქართველო
41. ჯიქია - დარციმელია
52. წილოსანი - ახვლედიანი
68. ჭეჭელაშვილი - აბურჯანია
სათადარიგოები: შერმადინი, გაბაძე, მესხი, ცინცაძე
გაფრთხილება: მარტიალი (19), ბამბოკი (30), პაპუნაშვილი (34), მზევაშვილი (37), დარციმელია (48), აბურჯანია (73), დვალი (80)
არბიტრი: ჰ. ლეხნერი (ავსტრია)
სტატისტიკა
6 კარში დარტყმა 2
8 კარისკენ დარტყმა 3
11 კუთხური 3
17 ჯარიმა 12
A ჯგუფი
ისლანდია-გერმანია 0:1
გოლი: 0:1 შტენდერა (20)
გერმანელებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი მინიმალურად, მაგრამ დამაჯერებლად მოიგეს და არა მხოლოდ ნახევარფინალის საგზური, არამედ ჯგუფში პირველობა დაიბევეს. ნახევარფინალში გასვლის შანსი კი ისლანდიელებმაც შეინარჩუნეს, რომლებსაც ბოლო ტურში ჩვენნაირი ამოცანა აქვთ - უნდა გაიმარჯვონ და საფრანგეთის ვერმოგების იმედად იყვნენ.
1. გერმანია 2 2 0 0 2-0 6
2. საფრანგეთი 2 0 2 0 3-3 2
3. ისლანდია 2 0 1 1 2-3 1
4. საქართველო 2 0 1 1 1-2 1
10 მაისი
გერმანია-საფრანგეთი
ისლანდია-საქართველო
B ჯგუფი
ჰოლანდია-ბელგია 0:0
სლოვენია-პოლონეთი 1:1
გოლები: 0:1 რაბიეგა (10), 1:1 საუპერლი (26)
1. ჰოლანდია 2 1 1 0 3-1 4
2. პოლონეთი 2 1 1 0 2-1 4
3. ბელგია 2 0 1 1 0-1 1
4. სლოვენია 2 0 1 1 2-4 1
10 მაისი
ბელგია-სლოვენია
ჰოლანდია-პოლონეთი
მატჩის შემდეგ
ვასილ მაისურაძე: ისლანდიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ
გიორგი პაპუნაშვილი: მჯერა, პატარა სასწაულს კიდევ მოვახდენთ და ჯგუფიდან გავალთ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"