ვასილ მაისურაძე: ისლანდიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ

AutoSharing Option
სლოვენიაში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან ფრედ, 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ქართველ 17-წლამდელთა თავკაცი ფრანგი ფეხბურთელების ფიზიკურმა შესაძლებლობებმა გააოცა.

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ჩვენ ჯერ არ გვითამაშია.

უსწრაფესი ფეხბურთელები, ფიზიკურად ძალიან ღონიერები... თითქმის არ მოგვიგია მეორე სართულის ორთაბრძოლები... ამ ყველაფერს დიდი ძალა შევალიეთ.

ჩემი აზრით, ფრე ლოგიკური შედეგია. ასე ადვილი არაა, ჩამოხვიდე საქართველოდან და იმ ფეხბურთელებით, რომელთა უმრავლესობაც მხოლოდ ჭაბუკთა ლიგას თამაშობს, ტოლ-სწორად ეთამაშო ასეთი დონის გუნდს.

ვამაყობ
ჩემი ბიჭებით და დიდ მადლობას ვეუბნები თითოეულ მათგანს ასეთი ბრძოლისა და თავდადებისთვის.

თითქოს ყველაფერი მეორდება და ელიტრაუნდის მსგავსად, ახლაც ბოლო მატჩი წყვეტს ყველაფერს. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუგოთ ისლანდიას. თუმცა, ცუდი ისაა, რომ მარტო ჩვენს შედეგზე არ ვიქნებით დამოკიდებულნი; გერმანიამ საფრანგეთთან არ უნდა წააგოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავალთ ჯგუფიდან", - განაცხადა მაისურაძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული