საქართველოს ნაკრები მხოლოდ თურქეთს შეხვდება, ავსტრალია და ირანი გამოირიცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მაისის ბოლოს ავსტრიაში შეიკრიბება და თურქეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ეროვნული ნაკრების პრეს-სპიკერის, ოთარ გიორგაძის თქმით, მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გუნდის მზადებას 15 მაისს დაიწყებს.

წინასწარ გადაწყვეტილი იყო, რომ "ჯვაროსნები" 24 მაისს თურქეთის ნაკრებს შეხვდებოდა. პარალელურად, საქართველოს ფედერაცია მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთანაც აწარმოებდა.

თავიდან თამაში ავსტრალიას შესთავაზეს, შემდეგ - ირანს. ქართული მხარე მატჩების სავარაუდო თარიღად 21 ან 27 მაისს სთავაზობდა, ანუ მატჩებს შორის სამდღიანი პაუზა რომ ყოფილიყო.

უფრო რეალური ირანთან სპარინგი ჩანდა, მაგრამ გიორგაძის თქმით, მეორე შეხვედრის ორგანიზება ვეღარ
მოხერხდა.

საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან 25 მაისს გამობრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული