გიორგი პაპუნაშვილი: პატარა სასწაულს კიდევ მოვახდენთ და ჯგუფიდან გავალთ

AutoSharing Option
სლოვენიაში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან ფრედ, 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

"უპირველესად, ყველაფერი ჩვენს ხელშია - უნდა გავიდეთ და ისლანდიას მოვუგოთ. ისეთ განწყობაზე ვართ, თითქოს ახლა ვიწყებთ ტურნირს.

ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, ისლანდია დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს, მაგრამ ასევე მჯერა, რომ კიდევ ერთ პატარა სასწაულს მოვახდენთ და ჯგუფიდან გავალთ".

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფის გადამწყვეტი მატჩები 10 მაისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ისლანდიას კვლავ დომჟალეს სტადიონზე დაუპირისპირდება. ლუბლიანაში კი გერმანია და
საფრანგეთი გაარკვევენ ურთიერთობას. ორივე მატჩი ერთსა და იმავე დროს - თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული