ვასილ მაისურაძის შეგირდებს ნახევარფინალში გასვლის შანსი აქვთ და 10 მაისს მის გამოყენებას შეეცდებიან.
იქამდე კი უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩვენი ნაკრების კაპიტან ნიკა ჭანტურიას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან საქართველოს ნაკრების შანსებსა და საფრანგეთთან განვლილ მატჩზე ისაუბრა.
"ფრანგების წინააღმდეგ საკუთარი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, თუმცა საქართველოს ნაკრებში ინდივიდუალურ მიღწევებზე ლაპარაკი მიღებული არაა, - ამბობს ქართველი მცველი. -
პატარ-პატარა შეცდომები დავუშვით და ამისთვის დავისაჯეთ კიდეც. მთლიანობაში კი ჩვენმა გუნდმა ხარისხიანი დაცვითი ფეხბურთი აჩვენა. ამ სტილით თამაში აუცილებელი იყო, რადგან ფრანგებთან შეხვედრა პირველი მატჩისგან განსხვავებული იყო.
ფრანგებს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. ისინი ძალიან ძლიერები, სწრაფები არიან და ბრწყინვალე ტექნიკით გამოირჩევიან.
კარგად კი ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის უფრო უკეთესად გარჯა გვმართებდა. რომ მოგვეგო, ისლანდიასთან დასკვნითი მატჩის წინ ნაკლები წნეხის ქვეშ ვიქნებოდით.
ისლანდიის ნაკრებთან გამარჯვება გვჭირდება, თუმცა ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელთ აღარაა და ეს ცუდია.
ასეა თუ ისე, ჩვენ პლეი ოფში გასვლის შანსი გვაქვს და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ. აუცილებლად უნდა მოვიგოთ, სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს. მე ოპტიმისტად ვრჩები".
ნიკა შიშობს, რომ გადამწყვეტი მატჩის წინ ზედმეტად ნერვიულობა მის გუნდზე ნეგატიურად აისახება.
"მომავალ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, გონება ზედმეტად არ გადავტვირთოთ. ქალაქში გასეირნებას ვგეგმავთ და კარგი იქნება, თუ გავერთობით.
მნიშვნელოვანი მატჩის სამზადისში აუცილებელია გუნდში ნორმალური ატმოსფეროს შენარჩუნება და დაძაბულობის მოხსნა.
მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება და ასპარეზობას საბოლოოდ ჩვენ გავაგრძელებთ".
ესეთ პატრა ასაკში ესეთი თავდაჯებულობა ნაღდად იშვიათია ძაან საიმედოა ჭკვიანი და მცველისთვის ყველა კომპონენტში ძლიერი მონაცემები აქვს.ასევე კარგი ბიჭები არიან დანარჩენი მცველებიც დვალი, კაკაბაძე და სამხარაძე. აი წინ ცოტა გვიჭირს მაგრამ მაინც მჯერა ამ ბიჭებისაც რომ მოუმატებენ