ზაურ სვანაძე: ვასილ მაისურაძის გუნდს ისლანდიასთან იოლი თამაში არ ელის

AutoSharing Option
10 მაისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფში ბოლო მატჩს ითამაშებს.

თქმა რად უნდა, ჩვენი ჭაბუკების სლოვენიაში გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მოვლენაა და საინტერესოა, როგორ აფასებენ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდის თამაშს სპეციალისტები.

ფეხბურთი იმადაც კარგია, რომ კამათის საშუალებას იძლევა და ბევრი ისეთი ნიუანსი ტივტივდება, აზრთა სხვადასხვაობას რომ იწვევს.

ხშირად სპეციალისტის აზრი სუბიექტურია ხოლმე, თუმცა ყურადსაღებიც უნდა იყოს. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება პოლემიკა 17-წლამდელებზე. ალბათ, არავის უნდა ეხამუშებოდეს განსხვავებული აზრის მოსმენა...

ზაურ სვანაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი:
- გერმანიასთან
გაშვებულ გოლზე ამას გეტყვით: დარწმუნებული ვარ, ასეთ კომბინაციებს მწვრთნელები ჩვენს ჭაბუკებთანაც ამუშავებენ.

საქართველოში არის რამდენიმე ისეთი მწვრთნელი, რომელიც ამაზე მუშაობს: ბურთის დაცვიდან ასეთნაირად ამოტანაზე, გამოთავისუფლებულ ზონაში სწრაფად შესვლაზე, შეტევის დინამიკურად განვითარებაზე.

- ჩვენი ნაკრების საფრანგეთთან მატჩზე რას იტყოდით? რა დააკლდათ ქართველ ჭაბუკებს?
- გერმანიასთანაც და საფრანგეთთანაც მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა უკეთესად ითამაშა, ვიდრე თბილისში გამართულ ელიტრაუნდის შეხვედრებში. ფაქტია, რომ მწვრთნელმა გუნდი ჩინებულად მოამზადა. რაც შეეხება შედეგს, ვნახოთ, ჯერ კიდევ არის შანსი...

- მიგაჩნიათ, რომ ისლანდიასთან მატჩში საქართველო ფავორიტია?
- ისლანდიასთან მოგება გვმართებს, თუმცა ფაქტია, რომ ამ გუნდთან თამაში გერმანიასაც გაუჭირდა და საფრანგეთსაც.

ვფიქრობ, ისლანდიასთან იოლი მატჩი არ ელის მაისურაძის გუნდს.

- რაშია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ძალა? რა არის ამ გუნდის კოზირი?
- გუნდური თამაში, მონდომება და სწორი ტაქტიკა.

- საფრანგეთის ნაკრები უფრო მოგეწონათ თუ გერმანიის?
- ფრანგმა ჭაბუკებმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. უფრო ტექნიკური გუნდია, მეტი ინდივიდუალისტიც ჰყავს, ვიდრე გერმანიას.

"17-წლამდელების პლუს-მინუსი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ
U17. ევროპის ჩემპიონატი: საქართველო VS ისლანდია
ოთარ კორღალიძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი 17-წლამდელები ისლანდიასთან მოიგებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული