გიორგი კიკნაძე: ჩვენი ნაკრები პირველ ტაიმში სხვა გუნდია, მეორეში - სხვა

AutoSharing Option
10 მაისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფში ბოლო მატჩს ითამაშებს.

თქმა რად უნდა, ჩვენი ჭაბუკების სლოვენიაში გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მოვლენაა და საინტერესოა, როგორ აფასებენ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდის თამაშს სპეციალისტები.

ფეხბურთი იმადაც კარგია, რომ კამათის საშუალებას იძლევა და ბევრი ისეთი ნიუანსი ტივტივდება, აზრთა სხვადასხვაობას რომ იწვევს.

ხშირად სპეციალისტის აზრი სუბიექტურია ხოლმე, თუმცა ყურადსაღებიც უნდა იყოს. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება პოლემიკა 17-წლამდელებზე. ალბათ, არავის უნდა ეხამუშებოდეს განსხვავებული აზრის მოსმენა...

გიორგი კიკნაძე
(საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, უმაღლესი ლიგის
არაერთ გუნდში უმუშავია მთავარ მწვრთნელად
)

- რა დაგანახათ ჩვენი 17-წლამდე
ლების მატჩებმა გერმანიასა და საფრანგეთთან?
- ჯერ კიდევ ელიტრაუნდის შეხვედრებში გამოჩნდა და გერმანია-საფრანგეთთანაც იგივე განმეორდა - ჩვენი ნაკრები პირველ ტაიმში სხვა გუნდია, მეორეში კი...

- რას გულისხმობთ?
- მეორე ტაიმში თამაშს ვთმობთ, ანუ ზუსტად იმ მომენტში, როცა გუნდმა უნდა მოუმატოს. მეტოქე კი, პირიქით, ამას ახერხებს.

კონდიციების მხრივ გვაქვს პრობლემები. ჩვენი ჭაბუკები მართლაც ძალიან მონდომებულები არიან, ცდილობენ, სწორად ითამაშონ, ოღონდაც სასურველია, რომ ორივე ტაიმი ერთ დონეზე ჩაატარონ. 60 წუთის შემდეგ გუნდი აშკარად დაღლილი ჩანს...

- და რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ბევრია თბილისის "ლოკომოტივიდან" მისული ფეხბურთელი. ამ ბიჭებს კარგად ვიცნობ, "ლოკომოტივში" ყოფნისას მათთან მომიწია მუშაობა. ჭაბუკთა ლიგაში ეს ფეხბურთელები მეტოქეებს 5:0-ს და 6:0-ს უგებდნენ, ანუ კონკურენციას ვერ გრძნობდნენ.

მთელი სეზონი რომ ასე გაქვს საქმე და მერე გერმანიას და საფრანგეთს ეთამაშები, ყოველივე ეს აუცილებლად წამოყოფს თავს.

ერთი სიტყვით, თუ სერიოზული წარმატებები გვინდა, გლობალურად უნდა მივუდგეთ საქმეს.

- რომელი ნაკრები უფრო მოგეწონათ - გერმანია თუ საფრანგეთი?
- ფრანგები უფრო გუნდურად თამაშობენ, ძალისმიერი კოლექტივია, ფიზიკურად კარგად მომზადებული.

გერმანიის ნაკრებში განსაკუთრებით ორი ფეხბურთელი მომეწონა და საერთოდაც, საფრანგეთზე უკეთესი ინდივიდუალისტები მოეპოვებათ. გერმანელებს ჰყავთ ისეთი მოთამაშეები, ნებისმიერ წამს რომ შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა.

- ასეთ მოთამაშეებს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ვერ ხედავთ?
- კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ისეთი ვერავინ ვნახე, მოედნის ცენტრში ბურთს რომ დაიჭერს და ისეთ პასს გააკეთებს, მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია. კარგი თავდამსხმელები არიან ჯიქია, დარციმელია... თუმცა არც ისეთი ფორვარდი გვყავს, საჭირო მომენტში რომ შეატრიალებს თამაშს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, უდავოდ, ბრძოლისუნარიანი გუნდია და ამის გაკეთება მაისურაძემ შეძლო. სერიოზულ დონეზე მატჩის შედეგს კი მაინც სათამაშო კლასი განაპირობებს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდში ინგლისს, ესპანეთსა და უკრაინას აჯობა და ეს ძალიან დასაფასებელია. ჩვენი გუნდის წარმატებას სულაც არ ვაკნინებ; უბრალოდ, იმის თქმა მსურს, რომ ამ ასაკში ყველა მეტოქესთან არის მოგების შანსი. მთავარია, მერე რა მოხდება, როგორ განვითარდება ახალგაზრდა ფეხბურთელი...

"17-წლამდელების პლუს-მინუსი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ
U17. ევროპის ჩემპიონატი: საქართველო VS ისლანდია
ზაურ სვანაძე: ვასილ მაისურაძის გუნდს ისლანდიასთან იოლი თამაში არ ელის
ოთარ კორღალიძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი 17-წლამდელები ისლანდიასთან მოიგებენ
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა თქმა უნდა, კამათის უფლება და მითუმეტეს აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ "ამ სპეციალისტმა" (უამრავი ტიტულის მომგებმა მწვრთნელმა!) ზოგადად ისაუბრა, უფრო დააკნინა ჩვენი ბიჭები ვიდრე შეაქო და თუ ისეა საქმე, როგორც ბრძანებს: "მთავარია მერე რა მოხდება, როგორ განვითარდებიანო", "არ გვყავს ცენტრში ბურთის დამჭერი და პასის მიმცემიო" იმას რატომ არ ფიქრობს, რახან "არ გვყავს" ე.ი. მწვრთნელები სჭირდებათ მაღალკვალიფიციური, რომელნიც მართლა არ გვყავს თითო-ოროლას გარდა! ვინც კლუბში სწორად გაზრდის ამ ბავშვებს და გაუუმჯობესებს კონდიციებს....მართლაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალები გვჭირდება და არა ისეთები, კლუბები ხუთი თამაშის შემდეგ კინწისკვრით რო აგდებენ! ჩვენ ბიჭებზე აუგი ვერავის დასცდება! მათ ყველას დაანახვეს და დაუმტკიცეს, რომ ბრძოლისუნარიანი გმირები არიან! კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, თუ ვინ და რომელი ნაკრებები ჩატოვეს ჯგუფში!!!
დევიდ აირონს
08:30 11-05-2012
0
და კიდე რო ვადარებთ საფრანგეთს და გერმანიას მაგათი მომზადების დონე კვებიდან დაწყებული ყველაფერი კონტროლდება და ვიტამინების სმით კვდებიან ეს ჩვენი ბიჭები კიდე გახეთქილები არიან ზეიკიძის კალბასის ჭამით და კიდე რამე გვაქ სასაყვედურო ტოოოო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული