დათო დარციმელია: ბურთი კარში რომ შევარდა, ყველაფერი დამავიწყდა...

AutoSharing Option
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სტადიის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში გამარჯვების გოლის გამტანმა დათო დარციმელიამ ისლანდიელებთან თამაშის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში ისლანდიელთა დამარცხებით ტურნირის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც 13 მაისს ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"გოლის მომენტს ვერც ვიხსენებ; ბურთი კარში რომ შევარდა, ყველაფერი დამავიწყდა...

ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებით როგორ გამოვხატო, არ ვიცი.

მინდა, ეს გამარჯვება ჩვენს გულშემატკივრებს მივულოცო საქართველოში და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი სჯეროდა", - აქვეყნებს დათო დარციმელიას კომენტარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი.

თემასთან
დაკავშირებით ასევე იხილეთ

ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, წინ 13 მაისია!
ვასილ მაისურაძე: ჰოლანდია?! ჩვენ უკვე შიში რა არის, აღარ ვიცით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული