საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში ისლანდიელთა დამარცხებით ტურნირის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც 13 მაისს ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
"გოლის მომენტს ვერც ვიხსენებ; ბურთი კარში რომ შევარდა, ყველაფერი დამავიწყდა...
ისეთი ბედნიერი ვარ, სიტყვებით როგორ გამოვხატო, არ ვიცი.
მინდა, ეს გამარჯვება ჩვენს გულშემატკივრებს მივულოცო საქართველოში და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი სჯეროდა", - აქვეყნებს დათო დარციმელიას კომენტარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი.
თემასთან
ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, წინ 13 მაისია!
ვასილ მაისურაძე: ჰოლანდია?! ჩვენ უკვე შიში რა არის, აღარ ვიცით