ვასილ მაისურაძე: ჰოლანდია?! - ჩვენ უკვე შიში რა არის, აღარ ვიცით

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის ბოლო მატჩი ისლანდიელ თანატოლებთან მინიმალური ანგარიშით მოიგო და 13 მაისს, ტურნირის ნახევარფინალში, ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

გამარჯვების გოლი შეხვედრის 74-ე წუთზე დათო დარციმელიამ გაიტანა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ემოციები ვერ დამალა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ:

"ემოციებისგან ისეთი დაღლილი ვარ, ვეღარც ვლაპარაკობ... ვულოცავ ჩვენს პატარა ქვეყანას, ქართველ გულშემატკივრებს და წარმომიდგენია, როგორ ზეიმობენ ახლა თბილისში.

მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებიც ყველა თამაშში ამტკიცებენ, როგორი მებრძოლები არიან და როგორ უყვართ თავიანთ
ი ქვეყანა...

რაც შეეხება თამაშს, მართლაც
უდიდესი უპირატესობა გვქონდა. დღეს ისლანდია თავის თავს არ ჰგავდა. შედარებაც არ იყო იმ გუნდთან, რომელიც საფრანგეთს ეჭიდავა და გერმანიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

თავიდანვე ვთქვი, რომ ეს მატჩი ურთულესი იქნებოდა, თუმცა ბიჭებმა ზედმიწევნით შეასრულეს ყველა დავალება - დაცვიდან ვთამაშობდით და ძალიან ფრთხილად.

სიმართლე გითხრათ, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეშინოდა, რომ გოლი არ გავიდოდა... ჯერ მარტო პაპუნაშვილის რამდენი დარტყმა მოიგერია მათმა მეკარემ...

ჰოლანდიაზე რა გითხრათ?! ისეთ გუნდებთან გვაქვს უკვე ნათამაშები, შიშის ფაქტორი საერთოდ მოხსნილი გვაქვს. გავალთ და ვითამაშებთ!"
- განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

* * *
ძალიან ემოციური და საინტერესო იყო სასტუმროში საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა. გუნდების ფეხბურთელები ერთმანეთს აპლოდისმენტებით შეხვდნენ და ნახევარფინალში გასვლა მიულოცეს.

მაშ ასე! 13 მაისს ლუბლიანას "სტოჟიცეს" სტადიონზე საქართველო ჰოლანდიას დაუპირისპირდება; B ჯგუფის მეორეადგილოსანი პოლონეთი კი გერმანიას შეხვდება.

11 მაისს 17-წლამდელებს აღდგენა ექნებათ. შემდეგ გუნდი ლუბლიანას მართლმადიდებლურ ტაძარს ეწვევა და ქალაქში გაისეირნებს. საღამოს კი ვასილ მაისურაძე თავის ფეხბურთელებს თეორიულ მეცადინეობაზე შეკრებს.

როგორც ცნობილია, ამავე დღეს მარიბორიდან ლუბლიანაში ჩამოვლენ ჰოლანდიისა და პოლონეთის 17-წლამდელთა ნაკრები გუნდებიც და ისინიც იმავე სასტუმროში დაბინავდებიან, სადაც საქართველოსა და გერმანიის გუნდები არიან.

www.gff.ge

თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ

ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, წინ 13 მაისია!
დათო დარციმელია: ბურთი კარში რომ შევარდა, ყველაფერი დამავიწყდა...
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარეთ ბიჭებო, სულ ისეთი გახარებულები ყოფილიყავით როგორც გუშინ გაახარეთ თქვენი ქომაგები. წარმატებებს გისურვებთ.
tornike
19:02 11-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული