გამარჯვების გოლი შეხვედრის 74-ე წუთზე დათო დარციმელიამ გაიტანა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ემოციები ვერ დამალა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ:
"ემოციებისგან ისეთი დაღლილი ვარ, ვეღარც ვლაპარაკობ... ვულოცავ ჩვენს პატარა ქვეყანას, ქართველ გულშემატკივრებს და წარმომიდგენია, როგორ ზეიმობენ ახლა თბილისში.
მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებიც ყველა თამაშში ამტკიცებენ, როგორი მებრძოლები არიან და როგორ უყვართ თავიანთი ქვეყანა...
რაც შეეხება თამაშს, მართლაც
თავიდანვე ვთქვი, რომ ეს მატჩი ურთულესი იქნებოდა, თუმცა ბიჭებმა ზედმიწევნით შეასრულეს ყველა დავალება - დაცვიდან ვთამაშობდით და ძალიან ფრთხილად.
სიმართლე გითხრათ, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეშინოდა, რომ გოლი არ გავიდოდა... ჯერ მარტო პაპუნაშვილის რამდენი დარტყმა მოიგერია მათმა მეკარემ...
ჰოლანდიაზე რა გითხრათ?! ისეთ გუნდებთან გვაქვს უკვე ნათამაშები, შიშის ფაქტორი საერთოდ მოხსნილი გვაქვს. გავალთ და ვითამაშებთ!" - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
* * *
ძალიან ემოციური და საინტერესო იყო სასტუმროში საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა. გუნდების ფეხბურთელები ერთმანეთს აპლოდისმენტებით შეხვდნენ და ნახევარფინალში გასვლა მიულოცეს.
მაშ ასე! 13 მაისს ლუბლიანას "სტოჟიცეს" სტადიონზე საქართველო ჰოლანდიას დაუპირისპირდება; B ჯგუფის მეორეადგილოსანი პოლონეთი კი გერმანიას შეხვდება.
11 მაისს 17-წლამდელებს აღდგენა ექნებათ. შემდეგ გუნდი ლუბლიანას მართლმადიდებლურ ტაძარს ეწვევა და ქალაქში გაისეირნებს. საღამოს კი ვასილ მაისურაძე თავის ფეხბურთელებს თეორიულ მეცადინეობაზე შეკრებს.
როგორც ცნობილია, ამავე დღეს მარიბორიდან ლუბლიანაში ჩამოვლენ ჰოლანდიისა და პოლონეთის 17-წლამდელთა ნაკრები გუნდებიც და ისინიც იმავე სასტუმროში დაბინავდებიან, სადაც საქართველოსა და გერმანიის გუნდები არიან.
www.gff.ge
თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ
ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, წინ 13 მაისია!
დათო დარციმელია: ბურთი კარში რომ შევარდა, ყველაფერი დამავიწყდა...