13 მაისს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი ბრწყინვალე ფურცელი შეიძლება ჩაიწეროს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჰოლანდიას დაუპირისპირდება და ჩვენი ბიჭები არც ამ მატჩში იქნებიან უშანსოდ.
"ამ ჯგუფიდან თუ გავედით, ევროპის ჩემპიონებიც გავხდებით", - როცა ცნობილი გახდა, რომ ელიტრაუნდში ჩვენი მეტოქეები ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა იქნებოდნენ, ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე ასე იხუმრა ერთმა გულშემატკივარმა.
ეს მოსაზრება კი დღეს ხუმრობას უკვე აღარ ჰგავს. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდშიც გაიმარჯვა და მართალია, ევროპის ჩემპიონობამდე ჯერ შორსაა, მაგრამ
ლიუბლიანას "სტოჟიცეზე" ჯერ გერმანია და პოლონეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე, იმავე სტადიონზე ჰოლანდია-საქართველო დაიწყება.
ამ მატჩის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ტელეეთერით შეგვეძლება.
* * *
ჰოლანდიელები, სავარუდოდ, ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ, ქართველები კი, სამწუხაროდ, დანაკლისს ვერ ასცდა - დისკვალიფიკაციის გამო ვასილ მაისურაძის გუნდს ცენტრალური მცველი ლაშა დვალი დააკლდება. მისი მეწყვილე, გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია ისლანდიასთან მატჩისას იძულებით ნაადრევად შეცვალეს, მაგრამ იგი ამჟამად თავს უკვე კარგად გრძნობს და ჰოლანდიასთან თამაშსაც შეძლებს.
11 მაისს საქართველოს ნაკრები ვარჯიშზე დიდად არ დატვირთულა, შეიძლება ითქვას, ის დღე განტვირთვას უფრო დაეთმო. ნაკრების წევრებმა ლიუბლიანაში გაისეირნეს და ქალაქის მართლმადიდებლური ეკლესიაც მოინახულეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების სასტუმროში გერმანულმა დელეგაციამ გადმოინაცვლა და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის შედეგის გამო, ქართველი და გერმანელი ფეხბურთელები ერთმანეთს თბილად მიესალმნენ.
საქართველო ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე
N ფეხბურთელი თ ძ გ ს/პ. გფ.
1. ალექსანდრე ადამია (მეკ.) 3 3 - - -
2. ოთარ კაკაბაძე 3 3 - - -
3. ლაშა დვალი 3 3 - - 2
4. ნიკა ჭანტურია 3 3 - - 1
5. გიგა სამხარაძე 3 3 - 1 -
6. ჭიაბერ ჭეჭელაშვილი 2 2 1 - 1
7. გიორგი აბურჯანია 2 1 - - 1
8. გიორგი პაპუნაშვილი 3 3 - - 1
9. ვანო წილოსანი 2 2 - - -
10. ნიკა ახვლედიანი 2 1 - - -
11. დავით დარციმელია 3 - 1 - 1
12. ნიკა შერმადინი (მეკ.) - - - - -
13. მათე ცინცაძე 2 - - - -
14. დავით ჯიქია 3 3 - - -
15. ალეკო მზევაშვილი 3 2 - - 1
16. გიორგი გაბაძე - - - - -
17. არჩილ მესხი 1 1 - - 1
18. გიორგი გოროზია 3 3 - - 1
შენიშვნა: თ - თამაში, ძ - ძირითადში, გ - გოლი, ს/პ - საგოლე პასი, გფ - გაფრთხილება
4.05
საქართველო-გერმანია 0:1 (იხილეთ ვრცლად)
გოლი: 0:1 მაიერი (60)
7.05
საფრანგეთი-საქართველო 1:1 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 0:1 ჭეჭელაშვილი (30. პენ.), 1:1 ლემარი (67)
10.05
საქართველო-ისლანდია 1:0 (იხილეთ ვრცლად)
გოლი: 1:0 დარციმელია (74)
* * *
ჰოლანდიის ნაკრები ევროპის 17-წლამდელთა მოქმედი ჩემპიონია, ამით კი უკვე ბევრი რამაა ნათქვამი. თუმცა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისკენ მიმავალი გზიდან იმდენი სახელოვანი მეტოქე ჩამოიცილა, ნაკლებად გვაქვს იმის შიში, რომ ვასილ მაისურაძის ბიჭები ნარინჯისფერთა ავტორიტეტის გავლენის ქვეშ მოექცევიან.
ჰოლანდიელებმა ჯგუფურ ეტაპზე არ წააგეს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ ნახევარფინალში დიდი რიხით გავიდნენ. საქართველოს ნაკრების მეტოქემ მხოლოდ მასპინძელი სლოვენია დაამარცხა, რასაც ორი უგოლო ფრე მოაყოლა.
ისიც აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის ნაკრები ფინალურ ეტაპზე წაუგებლად არ გასულა. პირველ შესარჩევ რაუნდში ამ გუნდმა ქართველთათვის კარგად ნაცნიბ ინგლისთან 0:1 წააგო.
ჰოლანდიელ 17-წლამდელებს 41 წლის ალბერტ სტუივენბერგი თავკაცობს, რომელსაც როტერდამის "ფეიენოორდის" ასაკობრივ გუნდებში უმუშავია.
რაც მთავარია, შარშან ჰოლანდიამ ევროპის ჩემპიონატი სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო!
ჰოლანდიელთა ძირითადი შემადგენლობა მკაფიოდ გამოკვეთილია და სასტარტო თერთმეტეულის წევრთა ნუმერაცია 1-დან 11-მდე ადის.
ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა ევროპის ჩემპიონატზე
N ფეხბურთელი თ ძ გ ს/პ. გფ.
1. ნიკ ოლი (მეკ.) 3 3 - - -
2. დიავან ანდერსონი 3 3 - - -
3. რიჩედლი ბაზური 3 3 - - -
4. იორიტ ჰენდრიქსი 3 3 - - 1
5. იორის ფოსტი 3 3 - - -
6. ტომ ჰაიე 3 3 - 1 -
7. ელტონ აკოლასტე 2 2 - - -
8. ნათან აკე 3 3 1 - 1
9. რაი ფლუტი 3 2 1 - -
10. ტონი ვილენა 2 2 - - -
11. ჟერონ ლუმუ 2 2 1 1 2
12. ბრამ ვან ფლერკენი - - - - -
13. სანდი ვალში 1 - - - -
14. ბრანკო ვან დენ ბომენი 1 - - - -
15. პასკალ ჰუსერი 1 1 - - -
16. მიკე ჰავეკოტე (მეკ.) - - - - -
17. ვუტერ მარინუსი 3 2 - 1 -
18. კენსი მენიგი 3 1 - - -
შენიშვნა: თ - თამაში, ძ - ძირითადში, გ - გოლი, ს/პ - საგოლე პასი, გფ - გაფრთხილება
პირველი შესარჩევი რაუნდი (ბოსნია): ბოსნია 3:0, ლატვია 4:1, ინგლისი 0:1
ელიტრაუნდი (ჰოლანდია): ალბანეთი 4:0, ირლანდია 2:1, სერბეთი 1:1
ფინალური ეტაპი
4.05
სლოვენია-ჰოლანდია 1:3
გოლები: 0:1 ფლუტი (13), 0:2 ლუმუ (35), 0:3 აკე (61), 1:3 ზაჰოვიჩი (74)
7.05
ჰოლანდია-ბელგია 0:0
10.05
ჰოლანდია-პოლონეთი 0:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"