"თეორიულ მეცადინეობაზე კარგად გავაანალიზეთ ჰოლანდიელთა თამაში. ჩემი აზრით, ეს გუნდი არაფრით ჩამოუვარდება საფრანგეთსა და გერმანიას. მართალია, ფიზიკურად მათსავით ძლიერები არ არიან, მაგრამ ასე ვთქვათ, "ბურთი იციან"... ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებლები.
ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. არავინ ელოდა ნახევარფინალში ჩვენს გასვლას. თუმცა, ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევამ ჩვენს ძალებში დაგვარწმუნა.
უკვე კარგად ვიცით, რომ თამაში ყველასთან შეიძლება და ჩვენც ანგარიშგასაწევ მეტოქედ ვიქეცით სხვა გუნდებისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან ოპტიმისტურად ვარ
ვიცით, როგორ ელოდებიან საქართველოში ამ დღეს. აქვე, მინდა ვისარგებლო და ყველას დიდი მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის.
სწორედ, ჩვენი ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა გაგვაძლიერებს. გპირდებით, რომ ვიბრძოლებთ, ისე, როგორც ყოველთვის და მაქსიმალურად დავიხარჯებით" - განაცხადა კაპიტანმა.
აქვე გეტყვით, რომ დისკვალიფიცირებული ლაშა დვალის გარდა, ჰოლანდიასთან სხვა არავინ დაგვაკლდება.
ჯანმრთელობის პრობლემაც, საბედნიეროდ, არავის აქვს და მიკროტრავმიანობაც მინიმუმამდეა დაყვანილი.
ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის რეგლამენტსა და რეგულაციაში შეტანილ ცვლილებასაც გაგაცნობთ: საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ნახევარფინალებსა და ფინალში დამატებითი დრო აღარ იქნება და ფრეს შემთხვევაში, პირდაპირ თერთმეტმეტრიანები დაინიშნება.
შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური მატჩი გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება. 22:30 წუთიდან კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაიწყება საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებთა დაპირისპირება. ორივე ნახევარფინალს ლიუბლიანას სტადიონი "სტოჟიცე" უმასპინძლებს.
ქართველ ფეხბურთელებს კარგად ესმით ამ მატჩის მნიშვნელობა, თავიანთი პასუხისმგებლობა და სრული მობილიზებითა და კონცენტრაციით ემზადებიან.
gff.ge