ვასილ მაისურაძე: მსაჯმა თამაში გააფუჭა...

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ჰოლანდიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჭაბუკებმა შეხვედრის მსაჯის საკამათო გადაწყვეტილების გამო ლამის მთელი მატჩი კაცნაკლულებმა ჩაატარეს და მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე გატყდნენ (იხილეთ ვრცლად).

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემაც ისაუბრა:

"შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ მსაჯმა თამაში გააფუჭა... ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ჭანტურიას მეორე ყვითელი ბარათი, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა ვერაფერს შევცვლით.

ტურნირის დაწყებამდე ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო, რაც შევასრულეთ კიდეც. დასანანია, რომ ჰოლანდიასთან თანაბარი ძალებით ბრძოლის
საშუალება არ მოგვეცა, თორემ, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა.

მთლიანობაში, ჩემი ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ - ვაჟკაცურად იბრძოლეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

მადლობა მინდა ვუთხრა ტურნირის ორგანიზატორებს და სლოვენიელებს თბილი მასპინძლობისთვის".
მკითხველის კომენტარები / 10 /
odala შენ არაქართველო!ფეხბურთის წესები რომ იცი მაგიტომ ხარ არაქართველი,შენ აზრზე კი არა ჭეშმარიტების აზრზე ვარ და მხარეს მეც,თამამად ვიტყვი რომ გაფრთხილებული მოთამაშე "ნაგლად"2 წუთში უხეშ(უზრდელურ)შეცდომას რომ დაუშვებს გასაგდებია მოედნიდან(ატეხილია)მართლა გული დამწყვიტა ბიჭების წარუმატებლობმა,მათ ბევრად მეტის გაკეთება შეეძლოდ და სანამ სააკა ჩაეთე..ა ფორტუნაც მათ მხარეს იყო და ნერვებსაც აკონტროლებდნენ!მე როგორც პროფესიონალი ათლეტი ბევრი მინახავს და თამამად ვიტყვი რომ ბავშვებზე ამ გიჟმა დიდი ზეწოლა მოახდინა,ამის შედეგია ზუსტად ესეთი გაუმართლებელი სიუზრდელე ჭანტურიას მხრიდან!!!ჰოლანდიელებმა მართლა დამსახურებულად მოიგეს და ამას მიხეილ სააკაშვილმა შეუწყო ხელი,უნდა გენახა როგორ გულშემატკივრობდა(არაბუნებრივად)და აპსურდულ რეპლიკებს და ხმებს უშვებდა ტრიბუნებზე ეგ კრეტინი,უნდოდა ევროპული ცარმატება მიეცერა და არ გამორჩენოდა მოვლენებს.
vova
11:27 15-05-2012
0
დათო 9 მტრში ხომ უნდა ყოფილიყო ჭანტურია ბურთიდან მაგ დროს? თუ დარტყმამდე არ დაიწყო მოძრაობა, 2-3 მეტრში როგორ აღმოჩნდა ბურთიდან? მართლა ყველაფერი ჩანს ვიდეოში და რაღად უნდა ამდენი ლაპარაკი?! ევროპაში იმაზე თუ დაობენ რომ შეიძლებოდა ყვითელი არ მიეცაო კიდევ მესმის, მაგრამ სახიფათო ჯარიმას ასრულებენ და შენ ხელს უშლი. აბა არ არის ჯარიმა? ჯარიმა უკვე იყო. ორმაგი ჯარიმა მე არ ვიცი და თუ ყვითელი არა აბა რა უნდა მიეცა? ჩვენი ჩაძირვა თუ უნდოდა დაუდებდა პენალს და ეგ იყო. მერე რა რომ რამდენიმე სანტიმეტრით გარეთ იყო.
odala
02:51 15-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული