ვასილ მაისურაძე: მსაჯმა თამაში გააფუჭა...

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ჰოლანდიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჭაბუკებმა შეხვედრის მსაჯის საკამათო გადაწყვეტილების გამო ლამის მთელი მატჩი კაცნაკლულებმა ჩაატარეს და მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე გატყდნენ (იხილეთ ვრცლად).

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემაც ისაუბრა:

"შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ მსაჯმა თამაში გააფუჭა... ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ჭანტურიას მეორე ყვითელი ბარათი, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა ვერაფერს შევცვლით.

ტურნირის დაწყებამდე ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო, რაც შევასრულეთ კიდეც. დასანანია, რომ ჰოლანდიასთან თანაბარი ძალებით ბრძოლის
საშუალება არ მოგვეცა, თორემ, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა.

მთლიანობაში, ჩემი ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ - ვაჟკაცურად იბრძოლეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

მადლობა მინდა ვუთხრა ტურნირის ორგანიზატორებს და სლოვენიელებს თბილი მასპინძლობისთვის".
მკითხველის კომენტარები / 10 /
კი ვეთანხმები მაისურაძეს - მსაჯმა გააფუჭა თამაში. კედლიდან ნაადრევი გამოსვლა რომ Yვითელი ბარათია ეს კი ვიციტ მაგრამ მსაჯს შეეძლო ეპატიებია. Qარტვეებში რომ მასაჯისთვის ხელების წევა მოსულა - როგორ ეს მითომ მსაჯს არ უნდა ცოდნოდა.
0
კრეტინი მოიქცევა ესე და კრეტინები გაამართლებან,მსაჯი მოედანზე კანონებს იცავს და ამ შემთხვევაშიც კორექტული იყო,ბავშვურად მოუვიდა კაპიტანს და ესეთ მნიშვნელოვან მატჩში ესე იდიოტურად არ უნდა მოქჩეულიყო,ჰოლანდიამ დამსახურებულად გაიმარჯვა
vova
15:19 14-05-2012
0

სიახლეები პოპულარული